ფერმერმა რომის პაპი მინდორზე ტრაქტორით დახატა

ფერმერმა რომის პაპი მინდორზე ტრაქტორით დახატა

იტალიელმა ფერმერმა დარიო გამბარინმა რომის პაპის 100 მეტრიანი ”ტილო” შექმნა. ნახატი არა ფუნჯებით და საღებავებით, არამედ ტრაქტორითა და გუთნით შეიქმნა. პაპის გამოსახულება მინდორზეა და მის მოსახატად ფერმერს 6 საათი დასჭირდა. ამასთან, დარიოს არ გამოუყენებია ესკიზები ან ჩანახატები.

სურათი სახელად - ”სიყვარული ათავისუფლებს” ავტორის პირველი ნამუშევარი არ არის. მის გუთანს ასევე ეკუთვნის ბარაკ ობამასა და ედუარდ მუნკის ”კივილის” რეპროდუქციები. დარიოს თქმით, პაპი ფრანცისკი მას შემთხვევით არ აურჩევია.

ამ ნამუშევრით ფერმერმა მხარი დაუჭირა პაპის მოწოდებას 7 სექტემბერს საერთო მარხვისა და ლოცვის გამოცხადების შესახებ. პაპის ეს გადაწყვეტილება სირიაში მიმდინარე მოვლენებმა განაპირობა.

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია itar-tass.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს