ბუკინგემის სასახლეში საფეხბურთო მატჩი გაიმართება

ბუკინგემის სასახლეში  საფეხბურთო მატჩი გაიმართება

ისტორიაში პირველად, ბუკინგემის სასახლის ტერიტორიაზე საფეხბურთო მატჩი გაიმართება. ამის შესახებ ESPN წერს.

ერთმანეთს ინგლისის უძველესი სამოყვარულო კლუბები Civil Service FC (1863) და Polytechnic FC (1875) დაუპირისპირდებიან.

მატჩი ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის 150 წლისთავს მიეძღვნება. მინდორი უემბლის სტადიონის მეთვალყურის, ტონი სტოუნის ხელმძღვანელობით, სამეფო ბაღის გვერდით მოეწყობა.

ღონისძიებას პრინცი უილიამი დაესწრება, რომელიც ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის პრეზიდენტია. პრინცი ყველაზე აქტიურ მოხალისეებსაც დააჯილდოვებს, რომლებიც ხელს უწყობენ ამხანაგური შეჯიბრებების გამართვას.

მატჩის ჩატარებაზე ნებართვა დედოფალმა ელიზაბეტ II უკვე გასცა.

ბუკინგემის სასახლის ბაღის ფართობი 160 000 კვ/მ-ს შეადგენს. თამაში 7 ოქტომბერს გაიმართება.

მომზადებულია espn.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს