ამერიკულმა ოჯახმა 300 000 დოლარის ღირებულების საგანძურს მიაგნო

ამერიკულმა ოჯახმა 300 000 დოლარის ღირებულების საგანძურს მიაგნო

ამერიკულმა ოჯახმა გასულ უქმეებზე, ფლორიდის შტატის სანაპიროსთან ყვინთვისას, საგანძურს მიაგნო. ამის შესახებ Fox News იუწყება.

რიკ შმიტმა და მისმა მეუღლე ლიზამ შვილებთან ერთად სკივრი იპოვეს, რომელშიც  300 000 დოლარის ღირებულების განძი აღმოჩნდა. ოჯახმა საგანძური სანაპიროდან 137 მ-ის დაშორებით აღმოაჩინა.

საგანძური 11 ესპანური ხომალდის ნარჩენებს შორის იყო, რომლებიც ჰავანიდან ესპანეთისკენ მიემართებოდნენ. ისინი 1715 წელს გრიგალის დროს ჩაიძირნენ. ჩაძირული საგანძურის მთლიანი ღირებულება 400 მლნ დოლარია. ამ დრომდე მხოლოდ 175 მნლ დოლარის ღირებულების განძია ნაპოვნი.

2010 წელს, კატასტროფის ადგილზე საგანძურის ძიების უფლება კომპანია Fleet - Queens Jewels LLC-იმ შეისყიდა. კანონის თანახმად, ოჯახმა სახელმწიფოს ნაპოვნი ოქროს 20%, კომპანიას კი დარჩენილი 80% შუაზე უნდა გაუყოს.

შმიტების ოჯახმა ოქროს ადრეც მიაგნო. გასულ წელს მათ ოქროს მონეტა იპოვეს. 2002 წელს კი შმიტის ვაჟმა ერიკმა, ფსკერზე 300 წლიანი ვერცხლის ლამბაქი იპოვა, რომლის ღირებულება 25 000 დოლარი იყო.

მომზადებულია foxnews.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს