ქუთაისში სტომატოლოგიურ დაწესებულებათა დიდი ნაწილი ლიცენზიის გარეშე მუშაობს

ქუთაისში სტომატოლოგიურ დაწესებულებათა დიდი ნაწილი ლიცენზიის გარეშე მუშაობს

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ქვეყნის მასშტაბით არსებული სტომატოლოგიური დაწესებულებების მონიტორინგს იწყებს. სამინისტროს ინიციატივით, ლიცენზიები, რომელიც მხოლოდ მაღალი სტანდარტების სტომატოლოგიური კლინიკებისა და პოლიკლინიკებისთვის იყო სავალდებულო, ამიერიდან გაუქმდება და მას აკრედიტაცია ჩაანაცვლებს, რაც ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მუდმივი მონიტორინგის გარანტია იქნება.

2005 წლიდან მცირე ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით ლიცენზიის მიღების პროცედურის გამარტივებამ, ზოგ შემთხვევაში კი ლიცენზიის აღების ვალდებულების მოხსნამ, ხელი შეუწყო ქვეყანაში სტომატოლოგიურ დაწესებულებათა რაოდენობის მკვეთრ ზრდას, რაც უარყოფითად აისახა მომსახურების ხარისხზე. ფუნქციონირება დაიწყო ე.წ. სტომატოლოგიურმა კაბინეტებმა, სადაც მომსახურების ხარისხი დაბალია.

იხილეთ ვრცლად

psnews.ge ("პოსკრიპტუმი" - ქუთაისი)

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა