ორ­ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­ა­ნო­ბა - ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის "მუხ­რუ­ჭი"

ორ­ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­ა­ნო­ბა - ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის "მუხ­რუ­ჭი"

სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნან­სთა მი­ნის­ტრი ნო­დარ ხა­დუ­რი მიმ­დი­ნა­რე წლის და­საწყ­ის­ში ვა­რა­უ­დობ­და, რომ 2013 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში 2 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რის ოდე­ნო­ბის პირ­და­პი­რი უცხ­ო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცია შე­მო­ვი­დო­და, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ეს ვა­რა­უ­დი არ გა­მარ­თლდა. დღეს უკ­ვე ბევრს ლა­პა­რა­კო­ბენ ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის შემ­ცი­რე­ბა­ზე. რამ გა­მო­იწ­ვია ეს პრო­ცე­სი და რო­გორ შე­იძ­ლე­ბა სი­ტუ­ა­ცია გა­მოს­წორ­დეს? - ამ სა­კითხ­ის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბა ეკო­ნო­მი­კის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტორს, თსუ-ს პრო­ფე­სორ თე­მურ ბე­რი­ძეს ვთხო­ვეთ:

- 2007 წელს ქვე­ყა­ნა­ში შე­მო­სუ­ლი პირ­და­პი­რი უცხ­ო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 2 მლრდ 14 მლნ დო­ლა­რით გა­ნი­საზღ­ვრა. ეს იყო ბო­ლო წლე­ბის მაქ­სი­მუ­მი. ამის შემ­დეგ ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ თან­და­თან იკ­ლო: 2009 წელს ქვე­ყა­ნა­ში შე­მო­სუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი და­ფიქ­სირ­და - 658 მლნ აშშ დო­ლა­რი, ეს გა­მოწ­ვე­უ­ლი იყო კონ­ფლიქ­ტით, რო­მე­ლიც წი­ნა წელს რუ­სეთ­-სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის მოხ­და. 2010 წელს ინ­ვეს­ტი­ცი­ებ­მა ცო­ტა მო­ი­მა­ტა და 814,5 მი­ლი­ონ დო­ლარს მი­აღ­წი­ა, 2011 წელს კი - 1 მი­ლი­არდს გა­და­ა­ჭარ­ბა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, 2012 არ­ჩევ­ნე­ბის წე­ლი იყო და სა­ქარ­თვე­ლო­ში 911 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ოდე­ნო­ბის ინ­ვეს­ტი­ცია შე­მო­ვი­და - ანუ კვლავ შემ­ცი­რე­ბა აღი­ნიშ­ნა. რაც შე­ე­ხე­ბა 2013-ს, ორი კვარ­ტა­ლის მი­ხედ­ვით შე­მო­სუ­ლია 452 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ინ­ვეს­ტი­ცი­ა, ამი­ტომ, შე­საძ­ლოა ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ წელს ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კა­ში 900 მლნ აშშ დო­ლა­რის ინ­ვეს­ტი­ცია გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ანუ ფაქ­ტობ­რი­ვად, 2012 წლის დო­ნე შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა.

- რამ გა­მო­იწ­ვია ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი კლე­ბა 2012 და 2013 წლებ­ში?

- რაც შე­ე­ხე­ბა გა­მომ­წვევ მი­ზე­ზებს: 2012 წელს ჩა­ტარ­და სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი და ინ­ვეს­ტო­რე­ბი ელოდ­ნენ, თუ რო­გო­რი სი­ტუ­ა­ცია შე­იქ­მნე­ბო­და ქვე­ყა­ნა­ში. 2013 წელს კი მოქ­მე­დებ­და და მოქ­მე­დებს ერ­თი მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რი - ორ­ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­ა­ნო­ბა. რო­გორც წე­სი, პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ურ­კვევ­ლო­ბა ბიზ­ნე­სის აქ­ტი­უ­რო­ბას ანე­ლებს, გარ­კვე­ულ და­ძა­ბუ­ლო­ბას ქმნის და ინ­ვეს­ტო­რე­ბიც აკ­ვირ­დე­ბი­ან, თუ რო­გო­რი სი­ტუ­ა­ცია შე­იქ­მნე­ბა ქვე­ყა­ნა­ში. პო­ლი­ტი­კურ და­ძა­ბუ­ლო­ბას და­ე­მა­ტა ეკო­ნო­მი­კუ­რი ფაქ­ტო­რე­ბიც და აი, შე­დე­გიც: თუ 2007 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში ორი მი­ლი­არ­დი დო­ლა­რის ოდე­ნო­ბის ინ­ვეს­ტი­ცია შე­მო­ვი­და, 2009-2010 წლებ­ში ეს რიცხ­ვი რამ­დენ­ჯერ­მე შემ­ცირ­და. სა­ქარ­თვე­ლო­ში ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის სა­ხით 2 მი­ლი­არ­დი მე­რე უკ­ვე აღარ შე­მო­სუ­ლა.

- ბა­ტო­ნო თე­მურ, რო­გორ უნ­და გა­მოს­წორ­დეს სი­ტუ­ა­ცი­ა, რო­გორ უნ­და მო­ვი­ზი­დოთ ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი არ­სე­ბუ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბის მი­უ­ხე­და­ვად?

- აქ გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია რამ­დე­ნი­მე ეკო­ნო­მი­კუ­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი: პირ­ვე­ლი - თუ რო­გო­რია მო­გე­ბის ნორ­მა ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კა­ში, მე­ო­რე - ეს არის რე­ა­ლუ­რი გა­ნაკ­ვე­თი, რო­მელ­საც ინ­ვეს­ტო­რე­ბი ყო­ველ­თვის ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ, მე­სა­მე ფაქ­ტო­რია ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი სა­გა­და­სა­ხა­დო გა­რე­მო, არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გახ­ლავთ სა­მარ­თლებ­რი­ვი და ბიზ­ნეს­გა­რე­მო. ნე­ბის­მი­ე­რი ინ­ვეს­ტო­რი­სათ­ვის დი­დი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, არის თუ არა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი არ­ბიტ­რა­ჟი და სა­სა­მარ­თლო ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც ის ფუ­ლის და­ბან­დე­ბას აპი­რებს. სე­რი­ო­ზუ­ლი ფაქ­ტო­რი გახ­ლავთ ასე­ვე ეკო­ნო­მი­კუ­რი მო­ლო­დი­ნი, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია წი­ნა პე­რი­ო­დის ანა­ლიზ­თან, კერ­ძოდ, რო­გო­რია ქვე­ყა­ნა­ში და­საქ­მე­ბა, ფა­სე­ბის დო­ნე, ინ­ფლა­ცი­ის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი და ა.შ… და კი­დევ ერ­თი ფაქ­ტო­რი, რო­მელ­ზეც მინ­და ყუ­რადღ­ე­ბა გა­ვა­მახ­ვი­ლო და რო­მე­ლიც ერ­თი შე­ხედ­ვით სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კა­ში გა­დამ­წყვეტ როლს არ თა­მა­შობს - ეს არის ძი­რი­თა­დი კა­პი­ტა­ლის არ­სე­ბო­ბა, ანუ რო­გო­რია სა­წარ­მოო ბა­ზა ქვე­ყა­ნა­ში.

- პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ის გარ­კვე­ვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რია იმი­სათ­ვის, რომ ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გა­ი­ზარ­დოს?

- გა­ცი­ლე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია წმინ­და ეკო­ნო­მი­კუ­რი ფა­ტო­რე­ბი, ხო­ლო არა­ე­კო­ნო­მი­კუ­რი ფაქ­ტო­რე­ბის გავ­ლე­ნა ინ­ვეს­ტი­რე­ბის პრო­ცეს­ზე დრო­ე­ბი­თი­ა: დამ­თავ­რდე­ბა არ­ჩევ­ნე­ბი და გა­ირ­კვე­ვა, თუ რო­გო­რია პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცია ქვე­ყა­ნა­ში. შე­სა­ბა­მი­სად, ინ­ვეს­ტორ­საც უკ­ვე ეცო­დი­ნე­ბა, ვინ ოპო­ზი­ცი­ა­შია, ვინ - ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში და ამის მი­ხედ­ვით იმოქ­მე­დებს. შე­და­რე­ბით რთუ­ლია ეკო­ნო­მი­კუ­რი ფაქ­ტო­რე­ბის ზე­გავ­ლე­ნა.

ხათუნა ჩიგოგიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ