რომელი პროდუქტი გვეხმარება ცხიმების დაწვაში

რომელი პროდუქტი გვეხმარება ცხიმების დაწვაში

დიეტოლოგები გვთავაზობენ პროდუქტების ნუსხას, რომლებიც ორგანიზმს ცხიმების წვაში ეხმარება.

იოგურტი

დიდი რაოდენობის ცილების  შემცველობის გამო, ბერძნული იოგურტი გახდომისთვის კარგი საშუალებაა. სხვა იოგურტებისგან განსხვავებით, მასში პროტეინები ორჯერ მეტია,- აღნიშნავს დიეტოლოგი ლესლი ბონსი. ის საშუალებას იძლევა ორგანიზმი დიდი ხნით დანაყრდეს. გარდა ამისა, ორგანიზმი ცილების გადამუშავებაზე უფრო მეტ კალორიას ხარჯავს, ვიდრე ნახშირწყლებზე.

დარიჩინი

კვლევების თანახმად, დარიჩინი სისხლში შაქრის დონის სტაბილურობას უწყობს ხელს, ეს კი მადის დათრგუნვას იწვევს. ამგვარად, შეგიძლიათ სხვადასხვა სასმელში ცოტაოდენი დარიჩინი თამამად დაამატოთ.

ცხარე წიწაკა

ცხარე წიწაკა შეიცავს კაპსაიცინს, ნივთიერებას რომელიც მადას იმორჩილებს და აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას.  ამასთან, თუკი საჭმელი ცხარეა, ადამიანი უფრო ნაკლებს ჭამს ვიდრე მიჩვეულია, ეს კი თავის მხრივ წონის კლებას ხელს უწყობს.

მწვანე ჩაი

ზოგიერთ კვლევაში ნათქვამია, რომ მწვანე ჩაი წონის დაკლებაზე დადებითად მოქმედებს. ეს სასმელი კატეხინებს შეიცავს, რომელიც მეტაბოლიზმზე დადებით გავლენას ახდენს. მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად სასურველია დღეში რამდენიმე ფინჯანი მწვანე ჩაი მივირთვათ. ამასთან, დიეტოლოგი გვირჩევს, რომ ჩაი ცხელი დავლიოთ.

გრეიფრუტი

გრეიფრუტი დიდი რაოდენობით უჯრედისს შეიცავს, რომლის მონელებასაც შედარებით დიდი დრო სჭირდება. თუკი სადილის წინ ნახევარ გრეიფრუტს ან 1 ჭიქა გრეიფრუტის წვენს მივირთმევთ,  ნაკლებს შეჭამთ და ნაკლებ კალორიებს მიიღებთ.

საზამთრო

დიდი ოდენობით წყლის შემცველი პროდუქტები კუჭ-ნაწლავში  უფრო მეტ ადგილს იკავებს და მადას აქვეითებს. საზამთრო დიდი რაოდენობით წყალს და ცოტა კალორიებს შეიცავს.

მსხალი და ვაშლი

ეს ხილიც დიდი რაოდენობით წყალს შეიცავს. დიეტოლოგები გვირჩევენ, ხილი ცოცხლად მივირთვათ და გახდომის მსურველებმა უპირატესობა მათ წვენს არ მივანიჭოთ.

კენკრა

კენკრაც დიდი რაოდენობით წყალს და უჯრედისს შეიცავს. გარდა ამის კენკრა ძალიან ტკბილია - ეს კი ორგანიზმს ეხმარება დიდხანს იყოს დანაყრებული. ცნობილია, რომ კენკროვანებს შორის ყველაზე სასარგებლო მოცვია, ის ანტიოქსიდანტებითაც მდიდარია.

ბოსტნეული

ბოსტნეული შესანიშნავი საუზმეა.  ბოსტნეულის მირთმევისას შიმშილის გრძნობა ქრება. ამასთან, ბოსტნეული  ნაკლებკალორიულია.

მომზადებულია ivona.bigmir.net-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს