გარეთ ატლასი, შიგნით - ათასი

გარეთ ატლასი, შიგნით - ათასი

ბროწეულის კულტურის გავრცელება თითქმის ოთხ ათასწლეულს მოიცავს. იგი გავრცელებულია მცირე აზიის, ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთისა და ამიერკავკასიის მთიან რაიონებში. საქართველოში ხარობს ივრის, ალაზნის, მტკვრის ნაპირებსა და დასავლეთის ზოგიერთ რაიონში. როგორც ისტორიული წყაროები იუწყება, ბროწეული ძვირფას მცენარედ გაცილებით ადრე მიიჩნეოდა, ვიდრე ნუში, გარგარი და ატამი. როგორც საკვებ პროდუქტს, მას ადამიანმა ცივილიზაციის პირველივე ნაბიჯებიდან მიუჩინა საპატიო ადგილი ზეთისხილთან, ლეღვთან, ყურძენთან, მარცვლეულსა და თაფლთან ერთად.

ჩვენს წელთაღრიცხვამდე XIII-XII საუკუნეებში, კართაგენში მოჰყავდათ ბროწეული და იქიდან გავრცელდა შემდგომ ეგვიპტეში, რომსა და ხმელთაშუა ზღვის სხვა ქვეყნებში. პირველი წერილობითი ცნობები ამ მცენარის შესახებ ეკუთვნის ჰეროდოტეს, ჩვენს წელთაღრიცხვამდე 490 წელს. ამ პერიოდში ბერძნებს თავს დაესხნენ სპარსელები ქსერქსეს მეთაურობით. ქსერქსეს პირად დაცვაში იყო ე.წ. "ბროწეულის ბრიგადა", რომლის მეომრებს, მაღალი წოდების ნიშნად, შუბის ბოლოზე მიმაგრებული ჰქონდათ ოქროს ბროწეულები.

აღმოსავლეთში ბროწეული ითვლებოდა ნაყოფიერებისა და ბარაქის სიმბოლოდ. თურქეთში დღესაც შემონახულია წეს-ჩვეულება, რომლის მიხედვითაც ქორწილში პატარძალს მწიფე ბროწეულით ასაჩუქრებენ, ქალმა საჩუქარი მიწაზე უნდა დაანარცხოს და რამდენი მარცვალიც გადმოვარდება, იმდენი შვილი გაჩნდება მათ ოჯახში.

იხილეთ ვრცლად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს