რატომ გამოიყენა მელიქ აზარიანცმა ცნობილი სახლის აშენებისას წყლის ნაცვლად ღვინო?

რატომ გამოიყენა მელიქ აზარიანცმა ცნობილი სახლის აშენებისას წყლის ნაცვლად ღვინო?

როგორც იქნა, ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი შენობის ისტორიის რიგიც მოვიდა - შენობის, რომელიც თბილისის ერთ-ერთი მთავარი პროსპექტის, რუსთაველის გამზირის, ყოფილი გოლოვინის პროსპექტის 17 ნომერში მდებარეობს.

წინასწარ მოძიებული მაქვს ინფორმაცია ამ სახლის შესახებ და განსაკუთრებული ემოციებით სავსე, ფოტოაპარატით ხელში მივდივარ მის დასათვალიერებლად.

არ ვიცი, რატომ მიზიდავს ასე ძალიან ლეგენდები და მისტიკური ადგილები; რატომ მიზიდავს ყველაფერი, რაც აუხსნელია.

შენობასთან მივედი და ფოტოების გადაღება დავიწყე. უცებ ბრახუნის და მსხვრევის ხმა მომესმა და ჩემ გვერდით, სულ რამდენიმე ნაბიჯის დაშორებით მინები ჩამოცვივდა. ალბათ, ქარმა ფანჯარა მიაჯახუნა...

ვიცი, რომ ჩემი მეგობრები ხუმრობით მეტყვიან, - მაინც არ ეშვები ამ სახლებს და მოჩვენებებსო. მართლაც, უკვე იმდენი სახლი ვნახე, რომელსაც მოჩვენებების თემა უკავშირდება, რომ თვლაც ამერია. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ჯერჯერობით არცერთი მოჩვენება არ შემხვედრია.

დროა, წარმოშობით სომეხი, თბილისელი კომერსანტის - მელიქ აზარიანცის სახლი წარმოგიდგინოთ, რომელიც თბილისური მოდერნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ძეგლია.

შენობა 1912-15 წლებში აშენდა. მისი არქიტექტორი პეტერბურგელი ნიკოლოზ ობოლონსკი გახლდათ, რომელიც წარმოშობით პოლონელი იყო. ეს მისი პირველი და უკანასკნელი პროექტი იყო, რომელიც საქართველოში განახორციელა.

იხილეთ ვრცლად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს