ქმარმა მოდელი ცოლი მოკლა, რადგან მან აივ-ვირუსი გადასდო

ქმარმა მოდელი ცოლი მოკლა, რადგან მან აივ-ვირუსი გადასდო

რუსმა მამაკაცმა მოდელი ცოლი მოკლა, რადგან მან მეუღლეს აივ-ვირუსი გადასდო. 28 წლის რუსი მოდელის, იულია ლოშაგინას დასახიჩრებულ შიშველ ცხედარს პოლიციამ ურალის მთებში მიაგნო. მას კისერი მოტეხილი ჰქონდა და სახე მთლიანად დამწვარი - შესაბამისად, სამართალდამცავებმა ქალის ვინაობის დადგენა მხოლოდ დნმ-ის ანალიზის შედეგად შეძლეს. გარდაცვლილის მეუღლე, 37 წლის ფოტოგრაფი დიმიტრი ლოშაგინი პოლიციამ ეკატერინბურგში დააკავა.

მიმდინარეობს გამოძიება. დეტექტივი ცდილობს გაარკვიოს, მართლა შურისძიების ნიადაგზე მოკლა დამნაშავემ მეუღლე თუ არა.

წყვილმა ერთმანეთი ინდოეთში, გადასაღებ მოედანზე გაიცნო. დიმიტრი ფოტოსესიას კურირებდა, რომელშიც იულიასთან ერთად რამდენიმე მოდელიც მონაწილეობდა. ისინი 2 წლის წინ დაქორწინდნენ.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს