დღეში 2 კივი კარგ ხასიათზე დაგაყენებთ

დღეში 2 კივი კარგ ხასიათზე დაგაყენებთ

დღეში 2 კივს შეუძლია მთელი დღით ენერგიით დაგმუხტოთ და განწყობა აგიმაღლოთ. კვლევაში, რომელიც 16 კვირა მიმდინარეობდა, მონაწილეობას 54 მოხალისე იღებდა.

მოხალისეები ორ ჯგუფად დაყვეს. ერთ ნახევარს დღეში 2 კივს აძლევდნენ, დანარჩენებს კი მხოლოდ ნახევარს. აღმოჩნდა, რომ ისინი, ვინც კივს რეგულარულად იღებდნენ, ენერგიის მოზღვავებას გრძნობდნენ და დაღლილობა ეხსნებოდათ. ამგვარი შედეგი არ ჰქონიათ მეორე ჯგუფში შემავალ ადამიანებს.

სპეციალისტები ამას კივში დიდი რაოდენობით ვიტამინ C-ს არსებობას უკავშირებენ.  ეს ნივთიერება ორგანიზმში აჩქარებს მეტაბოლურ პროცესს  და ამაღლებს იმუნიტეტს. ამიტომ სპეციალისტები გვირჩევენ, დღის რაციონში ეგზოტიკური ხილი ჩავრთოთ.

მომზადებულია segodnya.ua-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს