გოგა ხაჩიძე: რაზე ვოცნებობთ - ბევრ ფულზე, თუ ტერიტორიულ მთლიანობაზე?...

გოგა ხაჩიძე: რაზე ვოცნებობთ - ბევრ ფულზე, თუ ტერიტორიულ მთლიანობაზე?...

პარლამენტარ გოგა ხაჩიძეს აინტერესებს, რა არის ქართული ოცნება და თემას სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" განიხილავს.

"რა არის ქართული ოცნება?... (კოალიციას არ ვგულისხმობ) არსებობს რამე ჩამოყალიბებული, ან თუნდაც ბუნდოვანი წარმოდგენა ე.წ. ქართულ ოცნებაზე?...რაზე ვოცნებობთ?...

ფულზე, ბევრ ფულზე, უფრო ბევრ ფულზე, თუ მაგალითად - ტერიტორიულ მთლიანობაზე?....

ჭამა-სმა, ცეკვა-თამაშ, კარგ ცხოვრებაზე, თუ მაგალითად ყველაზე წარმატებული ქვეყნის შექმნაზე?...

მანქანაზე, სახლზე, დედალ თახვზე, თიხის სპაიდერმენზე, მეზობლის მაცივარზე, თუ მაგალითად კოსმოსში გაფრენაზე?...

გასაგებია, რომ მილიონ რამეზე შეიძლება იოცნებო, მაგრამ ამ ოცნებებს დამუშავება, გაკეთილშობილება, სისტემატიზაცია და გარკვეული ბრენდირება სჭირდება...

ოოოf, ეგ უკვე საქმეა და გვეზარება ხო?!... გვეზარება და აი ამ ჩემს ხელებს...

იმათმა იდარდონ, ვინც ამორფულ კოალიციას მისცა ხმა... კოალიციას, რომლის სახელწოდებაზეც ყველას თავისი დიმპიტაურა წარმოდგენა აქვს.

რა ქართული ოცნება?!...რა არის ქართული ოცნება?!...",- წერს ხაჩიძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს