ბრაზილიელი მამაკაცი საყვარელ თხაზე ქორწინდება

ბრაზილიელი მამაკაცი საყვარელ თხაზე ქორწინდება

74 წლის ბრაზილიელმა აპერესიდუ კასტალდუმ გადაწყვიტა, თავის საყვარელ თხაზე იქორწინოს. ამის შესახებ  The Evening Standard-ი წერს.

ქორწინების გაფორმებაზე ეკლესიამ უარი თქვა, თუმცა მამაკაცი იხტბარს არ იტეხს. ის ამბობს, რომ მას თავისი რჩეული არასდროს ეკამათება და ძალიან უყვარს.

ყოფილმა კალატოზმა ღონისძიების ჩატარების თარიღიც აირჩია -  ქორწილი 13 ოქტომბერს გაიმართება.

საქმრო ამბობს, რომ მისი საყვარელი თხა - კარმელიტა მისთვის იდეალური პარტნიორია. ”ის სულ ჩუმადაა, სავაჭრო ცენტრებში არ ხარჯავს ფულს და არ შეუძლია დაფეხმძიმდეს”, - ამბობს აპერესიდუ კასტალდუ.  

მომზადებულია The Evening Standard-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს