ბავშვთა ფსიქოლოგები მშობლებს ტელევიზორის გადაგდებას ურჩევენ

ბავშვთა ფსიქოლოგები მშობლებს ტელევიზორის გადაგდებას ურჩევენ

7 წლამდე ასაკის ბავშვთა დიდი ნაწილი ინტელექტუალურ განვითარებაში ჩამორჩება. ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ ამაში ბრალი ტელევიზორს მიუძღვის.

ბავშვთა ექიმები დარწმუნებულნი არიან, რომ თანამედროვე პატარები ზომაზე მეტ დროს ატარებენ ტელეეკრანებთან, რის გამოც მათი განვითარების დონე ქვეითდება. მულტფილმებითა და ტლეპროგარემებით გატაცება პატარების განწყობასა და ფსიქიკაზეც უარყოფითად აისახება.

გამოკითხვის თანახმად, ტელევიზორზე დამოკიდებულია გოგონების 38% და ბიჭების 63%. სპეციალისტთა გათვლებით, ეს ბავშვები ტელევიზორთან ყოველდღიურად მინიმუმ 6 საათს ატარებენ. სხვადასხვაგვარი ტელეპროგრამები სტრესის, შფოთვისა და ხშირად დეპრესიის მიზეზიც ხდება. დადასტურებულია, რომ ამგვარი ტელედამოკიდებულების მქონე ბავშვები ყოველდღიური ცხოვრებისგან დადებით ემოციებს ვერ იღებენ, ურთულდებათ თანატოლებთან ურთიერთობაც.

ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ იდეალურ შემთხვევაში, ბავშვიან ოჯახს ტელევიზორი საერთოდ არ უნდა ჰქონდეს. ხოლო თუ მშობლები მის გარეშე ვერ ძლებენ, მაშინ საგრძნობლად უნდა შეზღუდონ "ტელესეანსები", მით უმეტეს, ბავშვების თანდასწრებით. გასათვალისწინებელია, რომ ტელედამოკიდებული ბავშვები ფიზიკურად აღარ აქტიურობენ და ჭარბი წონისკენ მიდრეკილებაც უყალიბდებათ.

მომზადებულია wherewoman.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს