5 წლის ჩინელი ბიჭუნა ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პილოტია

5 წლის ჩინელი ბიჭუნა ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პილოტია

ჩინელი ხუთი წლის ბიჭუნა დუოდუო თვითმფრინავს მართავს. ამ მიღწევას უახლოეს მომავალში გინესის რეკორდების წიგნი განიხილავს და სრულიად შესაძლებელია, რომ ბავშვი ისტორიაში ყველაზე ახალგაზდა პილოტი გახდეს.

საფრენი მანქანის მართვა ბიჭუნამ ბავშვების აღზრდის განსაკუთრებული სისტემის "არწივის განათლების" წყალობით შეძლო. რომელიც მისმა მამამ შექმნა.

ხუთი წლის დუოდუოს მამა თოვლში ტანსაცმლის გარეშე სირბილს აიძულებდა, ნავის დამოუკიდებლად მართვასა და მასთან ერთაც მთებზე ცოცვას ასწავლიდა. ავტორის თქმით, მისი ექსტრემალური მეთოდიკა გამბედაობაზე, მორალზე, მძაფრ ემოციებსა და ძალაზეა დაფუძნებული. მისი რწმენით, მან ვაჟი დაუნდობელ სამყაროში ცხოვრებისთვის უნდა მოამზადოს. ამ მეთოდიკაში ახალი ნაბიჯი სწორედ მსუბუქი თვითმფრინავის პილოტირება გახდა.

ბიჭუნას მშობლებმა გინესის რეკორდების წინგში ფრენის რეგისტრაციაზე განცხადება უკვე შეიტანეს, მაგრამ დასტური ჯერ არ მიუღიათ.

მომზადებულია lifenews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს