საუზმე მოსწავლისთვის - რეცეპტები და რჩევები

საუზმე მოსწავლისთვის - რეცეპტები და რჩევები

მალე სასწავლო წელი დაიწყება და მოსწავლის საუზმის საკითხი კვლავ აქტუალური გახდება. საუზმე ხომ დღის ყველაზე მნიშვნელოვანი კვებაა, რომელიც მთლიანად განსაზღვრავს ორგანიზმის აქტიურობასა და ენერგიულობას. როგორც წესი, ბავშვებს დილით ადგომა სულაც არ ეხალისებათ, ხშირად საუზმეზეც უარს ამბობენ და სკოლის ბუფეტის მიერ შემოთავაზებული მწირი მენიუს ამარა რჩებიან.

სპეციალისტების რჩევით, არ ღირს დავაძალოთ ბავშვს, ჩვენი აზრით, სასარგებლო, მაგრამ, მისი აზრით, უგემური საკვების ჭამა. ეს მას განწყობას გაუფუჭებს და ბევრ სარგებელსაც ვერ მოუტანს. სჯობს ისეთი საუზმე მოვამზადოთ, რომელსაც მოსწავლე სიამოვნებით მიირთმევს. შესაძლებლობის ფარგლებში, შევეცადოთ, რომ დილის მენიუ მრავალფეროვანი იყოს, ყოველდღიურად ფაფები ან ბუტერბროდები ბავშვს მალე ბეზრდება. უმჯობესია, კვირის მენიუ წინასწარ შევადგინოთ, შევიტანოთ მასში მარტივი, სწრაფად მოსამზადებელი კერძები, რომლებიც იმპროვიზაციის საშუალებას მოგვცემს.

აუცილებელია, შევისწავლოთ ჩვენი შვილების ბიოლოგიური რიტმი. თუ იგი დილიდან აქტიურია, ადვილად იღვიძებს, მაშინ აუცილებლად ნოყიერი საუზმით უნდა გავუმასპინძლდეთ. ეს მას ენერგიით აავსებს. მაგრამ თუ მოსწავლე დილით ძლივს იღვიძებს, ნოყიერი საკვები მისი ორგანიზმისთვის ძნელი გადასამუშავებელი იქნება. ასეთ დროს, უმჯობესია, რაიმე მსუბუქი მოვუმზადოთ, სკოლაში კი ბუტერბროდი გავატანოთ, რომელსაც მოგვიანებით სიამოვნებით შეჭამს.

იხილეთ ვრცლად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს