როგორ მოვხიბლოთ გოგონა? - ეს კითხვა ჯერ კიდევ ნაპოლეონს აწუხებდა

როგორ მოვხიბლოთ გოგონა? - ეს კითხვა ჯერ კიდევ ნაპოლეონს აწუხებდა

როგორ მოვხიბლოთ გოგონა? - ეს კითხვა ჯერ კიდევ ნაპოლეონს აწუხებდა, მანაც, თავისი სიმაღლის გადამკიდე, ქალთა გულების დასაპყრობად ყველაზე შთამბეჭდავი გზა იპოვა - ევროპა დაიპყრო.

ჩვენს დროში, თუ გაქვს სტაბილური შემოსავალი, მდიდარი ფანტაზია და საკუთარი თავის რწმენა, ყველაფერი გაცილებით მარტივია.

საკუთარი თავის რწმენა ადამიანს დედის მუცლიდან დაჰყვება. ეს არის სამყაროსთან, მის გამოწვევებთან ურთიერთობის ბუნებრივი საშუალება. თუმცა აღზრდას, საზოგადოების ზემოქმედებას და მრავალ სხვა ფაქტორს მივყავართ იქამდე, რომ თითოეული ჩვენგანი ხასიათის ამ თვისებას მეტ-ნაკლებად კარგავს.

გოგონასთან დამოკიდებულებაში კი ყველაფერი მარტივია: თქვენ უნდა გააოცოთ, აღაფრთოვანოთ, გააკვირვოთ და, თუ გნებავთ, საგონებელში ჩააგდოთ იგი. ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ქალის ინტერესებს უშუალო კავშირი აქვს სამყაროს მისეულ ხედვასთან, ცხოვრების წესთან, სოციალურ სტატუსთან, ხასიათთან, წარმოდგენებთან, აღზრდასთან, რელიგიურ აღმსარებლობასთან, ეთნიკურ ტრადიციებთან და სხვა, მაგრამ ყოველივე ამასთან ერთად ქალის ცხოვრებაში არსებობს სხვა, გაცილებით მარტივი და ბანალური პრობლემებიც: გამონაყარი, მოტეხილი ფრჩხილი, ახალი ამბები, ჭორები, მოდა, სამოსი, ფილმები, გასართობი, კულინარიული მიღწევები, მეგობრების აზრი და კრიტიკული დღეების სიმძიმეც კი.

ამიტომ ქალზე როგორც ობიექტზე კი არ უნდა იფიქროთ, არამედ გამარჯვებაზე იზრუნოთ. ნაპოლეონს ავსტრიის დაპყრობისას ავსტრიელებზე რომ ეფიქრა, ვერასოდეს დაიმორჩილებდა ამ ქვეყანას. ის, რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, საბოლოო მიზანზე ფიქრობდა, თქვენი საბოლოო მიზანი კი თქვენი რჩეულის გულის დაპყრობაა.

მაშ, როგორ დავიპყროთ ქალის გული და მოვახდინოთ მასზე წარუშლელი შთაბეჭდილება? ამ მიზნის მისაღწევად უამრავი ხერხი არსებობს.

გაგაცნობთ რამდენიმე მათგანს, რომლებიც სწორი გეზის აღებაში დაგეხმარებათ.

• ყვავილები - ეს ხერხი IPOD-ის ეპოქაშიც კი შესანიშნავად ჭრის და ასევე გაჭრის კიდევ მრავალი წელი. თქვენ იგი ყვავილებით უნდა აავსოთ, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით; გაუგზავნოთ ყვავილები ოფისში, სახლში, მიართვათ შეხვედრისას. თუ პასუხად მიიღებთ აღშფოთებასა და გულისწყრომას, რომ ყვავილებს ვეღარსად ატევს - ესე იგი სწორ გზას ადგახართ.

იხილეთ ვრცლად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს