რატომ აღარ აქვს ურთიერთობა ძმას მერაბ ნინიძესთან

რატომ აღარ აქვს ურთიერთობა ძმას მერაბ ნინიძესთან

"რეიტინგიდან" მაწუხებთ? რა ხდება, პოპულარული გავხდი უცბად"? - გაიკვირვა ჩემს სატელეფონო ზარზე მერაბ ნინიძის ძმამ, ლაშა ნინიძემ. ლაშასა და მერაბს საერთო მამა ჰყავთ. ლაშა ათი წლით უმცროსია მერაბზე. სწორედ იმ პერიოდში მოუწია სკოლაში სიარულმა, როცა მერაბი თინეიჯერ გოგონებში დიდი პოპულარობით და სიყვარულით სარგებლობდა. ამბობს, რომ ძმის ფანებისგან შეწუხებულიც კი იყო, თუმცა უმჯობესია, ყველაფერი თავიდან დავიწყოთ.

- დიდუბეში, წერეთელზე დავიბადე და გავიზარდე. მერაბი ჩემზე ათი წლით დიდია. ჩვენ ერთი მამის შვილები ვართ. მამაჩემი, ნუგზარ ნინიძე, გემრიელი, მოქეიფე, იუმორით სავსე თბილისელი კაცი იყო. მერაბის დაბადების შემდეგ მამაჩემი და დედამისი, ქალბატონი მანანა ერთმანეთს დაშორდნენ. მამამ მეორე ოჯახი შექმნა დედასთან, ვიოლასთან. სხვა დედმამიშვილები არც მე და არც მერაბს არ გვყავს. 2003 წელს გარდაიცვალა მამა. მანამდე ყველაფერი გააკეთა, რომ ძმებს კარგი ურთიერთობა გვქონოდა. მერაბიც მოდიოდა ჩვენთან და მეც მივდიოდი მათთან სახლში.

- ერთმანეთი როგორ გაიცანით?

- მამამ მიმიყვანა მათთან სახლში. ათარბეგოვზე ცხოვრობდნენ. პირველ სკოლაში სწავლობდა მერაბი. პირველივე ნახვისთანავე მომეწონა, სიახლოვე ვიგრძენი მისგან. მერაბს დედის მხრიდან ბაბუა რეჟისორი ჰყავდა. ბავშვობა თეატრში, კულისებში გაატარა და იქიდან მოხვდა ამ გარემოში. შრომისმოყვარეა მერაბი, მე ნამდვილად არ მგავს.

- სამაგალითო იყო ალბათ უფროსი ძმა თქვენთვის.

- რა თქმა უნდა, მე რომ სკოლაში ვსწავლობდი, მერაბმა პოპულარობის პიკს მიაღწია. შეწუხებული ვიყავი გოგონებისგან, საკლასო ოთახის კარს მინგრევდნენ, მერაბი გაგვაცანიო. ვსარგებლობდი მისი სახელით, ვამაყობდი.

- მის სპექტაკლებზე დადიოდით, ალბათ...

- რა თქმა უნდა, არც ერთი მისი სპექტაკლი და პრემიერა არ გამომიტოვებია.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

"მე და მამა შინ  2 "ბომბი“  ვართ... დედაჩემი ამის ფონზე რანაირად ახერხებს ლავირებას, წარმოდგენა არ მაქვს" - რას ჰყვება ცნობილ მამასა და ბერკლიში სწავლაზე ანა დოი?

კიმ კარდაშიანი მილიარდერთა ელიტარულ საზოგადოებას შეუერთდა - როგორ აქცია ვარსკვლავმა პანდემია კიდევ უფრო გამდიდრების შესაძლებლობად

მერაბ ნინიძე გერმანულ მინისერიალში მთავარ როლს ასრულებს - მსახიობი ამბობს, რომ ამ როლით განსაკუთრებით ბედნიერი დედაა, რადგანაც ამჯერად მის შვილს განგსტერის როლში არ ნახავს