გალინა ბრეჟნევას სკანდალები და საყვარლები

გალინა ბრეჟნევას სკანდალები და საყვარლები

15 წლის წინ, 1996 წლის 30 ივნისს გარდაიცვალა ყოფილ საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური ფიგურა - გალინა ბრეჟნევა. ბევრმა ამ ცნობილი ქალბატონის პირადი ცხოვრების შესახებ პირველად ჟურნალისტ ევგენი დოდოლევის პუბლიკაციებით შეიტყო. ამის შემდეგ ევგენიმ ბრეჟნევაზე წიგნებიც გამოსცა. გთავაზობთ მწერლის ინტერვიუს და მისი წიგნებიდან გალინა ბრეჟნევას შესახებ ცხოვრების საინტერესო დეტალებს.

- ევგენი, გალინა ბრეჟნევას იცნობდით?

- გალინა "პერესტროიკის" დროს გავიცანი, კაშკაშა "საბჭოთა პრინცესას" ვერ "მივუსწარი", ვნახე გაუბედურებული ქმნილება. ის იყო ბოჰემური და არა ნომენკლატურული წყობის ქალი. სამწუხაროდ, არა იმ ოჯახში და არა იმ ეპოქაში დაიბადა. მის სახელგანთქმულ მეგობრებს შორის იყვნენ დიდი თეატრის სოლისტები, შოუბიზნესის წარმომადგენლები - ვისოცკი, კობზონი, ესამბაევი...

- მეგობრები თუ საყვარლები?

- ისინი ახლობლები იყვნენ. გალინას ბოჰემა იტაცებდა. მისი პირველი ქმარი, ევგენი მილაევი, ეკვილიბრისტი იყო. მეორე, იგორ კიოც ცირკის მსახიობი გახლდათ. აი, მესამე მეუღლე, იური ჩურბანოვი - მილიციის გენერალი.

- ბოლო ქმრის ბედი არცთუ სახარბიელო აღმოჩნდა.

- მორალის თვალსაზრისით ეს ხალხი არაფრით არ იყვნენ უარესები თავიანთი წინამორბედებისა და ახლანდელი პოლიტელიტის წარმომადგენლებისგან, თანაც, თითოეულ მათგანს ბევრი კარგი თვისება ჰქონდა.

- რატომ გადაწყვიტეთ ბრეჟნევზე წიგნის დაწერა?

- წიგნის დაწერა საბოლოოდ მაშინ გადავწყვიტე, როცა გავიგე, რომ გალინა ბრეჟნევას საყვარლის ბურიაცის როლს მინისერიალ "ბრილიანტებზე მონადირენში" ევგენი მირონოვი შეასრულებდა. მე მომიწია ბორის ივანოვიჩთან ურთიერთობამ, მას საერთოდ განსხვავებული ენერგეტიკა ჰქონდა, მირონოვის განსახიერებული პერსონაჟი ძალიან შორს არის ნამდვილისგან. ჩემი აზრით, ბურიაცა საერთოდ არ იყო ლამაზი და საბედისწერო მამაკაცი. როცა ბურიაცა ვნახე, საუკეთესო ფორმაში ნამდვილად არ გახლდათ - ახალი დაბრუნებული იყო ციმბირული გადასახლებიდან. საიანოგორსკში სასჯელის მოხდის დროს ბორისი ბლეფარიტით დაავადდა, რომელიც ტკიპის ნაკბენმა გამოიწვია - ბოშამ წამწამები დაკარგა და ამის გამო მუქი მწვანე თვალები გადმოეკარკლა. საშუალო სიმაღლის ბორისს სოლიდური გარეგნობა და პატარა ღიპი ჰქონდა. ბოშა კოჭებამდე ქურქს ატარებდა, დრაკონებიანი აბრეშუმის პერანგები ან ჟაბოებიანი პერანგები ემოსა, თავზე ფართოფარფლიანი შავი შლაპა ეხურა, ხავერდის პიჯაკი ან ელვაშესაკრავიანი ჯინსის ქურთუკი ეცვა, ფეხზე წვეტიანი, წაულისბეწვიანი ჩექმა ეცვა.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს