ჯობსისა და გეიტსის უცნობი ქალიშვილები

ჯობსისა და გეიტსის უცნობი ქალიშვილები

არც ერთ ცნობილ ადამიანს არ უყვარს პირადი საიდუმლოებების გაცემა, ამიტომ მათი ბიოგრაფიების ბევრი საინტერესო დეტალი უცნობია. თუმცა საინფორმაციო ტექნოლოგიების საუკუნეში ძნელია რამე დამალო ისე, რომ ოდესმე მაინც არ გამოჩხრიკონ ჟურნალისტებმა.

აწ გარდაცვლილი სტივ ჯობსის ერთ-ერთი დიდი საიდუმლო დიდხანს იყო მისი ქალიშვილი ლიზა ჯობსი, რომელსაც "ეპლის" ხელმძღვანელი დიდხანს არ აღიარებდა კანონიერ შვილად.

როგორც ოფიციალური ბიოგრაფიიდან არის ცნობილი, 1976 წელს 21 წლის სტივ ჯობსმა დააარსა კომპანია "ეპლი" - მის შესაქმნელად ინვესტიციის სახით ჩადო 1300 ამერიკული დოლარი, ეს თანხა კი მიიღო მიკროავტობუს Volkswagen-ისა და მისი თანამოაზრე სტივ ვოზნიაკის კუთვნილი ფირმა "ჰიულეტ პაკარდის" პროფესიონალური კალკულატორის გაყიდვიდან. ორი წლის შემდეგ გაჩნდა კომპიუტერი "ლისა", რომელმაც მოგვიანებით სრულიად შეცვალა ჩვენი წარმოდგენა პერსონალურ კომპიუტერებზე.

იმავე წელს სტივის მეგობარმა ქალმა კრისტინ-ენ ბრენანმა, რომელთანაც ჯობსს ჯერ კიდევ სკოლაში ჰქონდა ურთიერთობა, გააჩინა ქალიშვილი, სახელად ლიზა. სტივი თავდაპირველად უარყოფდა ბავშვის გაჩენასთან რაიმე კავშირს და ასევე იმას, რომ მას რაიმე შეხება ჰქონდა კომპიუტერის სახელწოდებასთან. ირწმუნებოდა, რომ მის პატივსაცემად სულაც არ დაურქმევია კომპიუტერისთვის "ლისა" და საერთოდაც, სასამართლოში ამტკიცებდა, სტერილური ვარ და უშვილო, ეგ ჩემი შვილი ვერ იქნებაო. ბოლოს გენეტიკური და სხვა ანალიზებით დაუმტკიცეს, რომ ბავშვი ნამდვილად მისი იყო.

იმავე წელს ტექნოლოგიისა და ბიზნესის გურუ ჯობსი "ყველაზე ჭკვიან ხელმძღვანელად" აღიარეს და მილიარდერთა სიაშიც აღმოჩნდა. მისი აღმასვლა წარმატებით დაიწყო, თუმცა წარმატებული ბიზნესმენი არც ისეთი ღირსეული მამაკაცი აღმოჩნდა და ორი წელი არბენინა თავისი შვილის დედა სასამართლოებში, რომ ქალს თავისი სიმართლე დაემტკიცებინა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს