პურის გაიაფების პროცესი წელს არ დაიწყება

პურის გაიაფების პროცესი წელს არ დაიწყება

პურის გაიაფების პროცესი წელს არ დაიწყება. კომპანია "ქართოს" ხელმძღვანელის, ბაქარ ბაკურაძის განცხადებით, პურის ფასს გარე და შიდა ფაქტორები კომპლექსურად განაპირობებს. "ვერ დავეთანხმები მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ფქვილი გაიაფდა და პურის ღირებულება უცვლელია, ეს მცდარი შეფასებაა. პურის ფასები რეგულირება ფქვილის და ხორბლის ღირებულების მიხედვით ხდება. ბოლო პერიოდში საერთაშორისო და ქართულ ბაზარზე არასტაბილური ვითარებაა და ფასები ფქვილზე კვლავ მაღალი რჩება",- განმარტავს ბაკურაძე.

მისი თქმით, წინა წლებისგან განსხვავებით წელს ფასების დაბალი კლება დაფიქსირდა. თუ გასულ წლებში გაიაფების შეთხვევაში, ფასები 15-ლარამადე მცირდებოდა, წელს 5-ლარიანი კლება დაფიქსირდა. "5-ლარიანი კლება არასერიოზულია და ეს პურს ვერ გააიაფებს. ამას ბაზარზე არსებული არასტაბილური საფასო დინამიკა ემატება", - აცხადებს კომპანია "ქართოს" დირექტორი.

მისივე ინფორმაციით, დღეს ტომარა ფქვილი 36 37- ლარი ღირს. თუ ჩვენ გვსურს, პურის გაიაფების პროცესი რეალურად დაიწყოს, ფასი 30-ლარამდე უნდა შემცირდეს და შემდეგ ამ ღირებულების დაჭერა ერთი წელი მაინც უნდა მოხერხდეს იმისთვის, რომ პურის ქარხნებმა ამ ფასზე გადასვლა შეძლონ",- განმარტავს ბაკურაძე.

ამ დროისთვის, ხარისხიანი პურის გასაყიდი ფასი საცალო ქსელში 60-80 თეთრია.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ