ფინანსთა მინისტრი ეკონომიკის ზრდის ახალ მაჩვენებლებზე საუბრობს

ფინანსთა მინისტრი ეკონომიკის ზრდის ახალ მაჩვენებლებზე საუბრობს

ფინანსთა მინისტრი ეკონომიკის ზრდის ახალ მაჩვენებლებზე საუბრობს. ნოდარ ხადურის განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკაში აღმავლობის შეუქცევადი პროცესი დაიწყო. ამის შესახებ მინისტრმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"მინდა, დაგარწმუნოთ თქვენც და საქართველოს მოქალაქეებიც, რომ ქვეყნის ეკონომიკაში დაიწყო აღმავლობის შეუქცევადი პროცესი", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

რაც შეეხება მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს, მინისტრის თქმით, წლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდა 1,7 პროცენტი იყო. მან იმედი გამოთქვა, რომ ეს მაჩვენებელი შემოდგომაზე უფრო მაღალი იქნება.

"წინასწარი მონაცემებით, ივლისში ეკონომიკური ზრდა 0,6 პროცენტი იყო. ასევე, დაზუსტდა ივნისის და მაისის მონაცემები, რომლებიც თავიდან უარყოფითი იყო. აღმოჩნდა, რომ მაისში 0,2 პროცენტი იყო ეკონომიკური ზრდა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ივნისში არა 0,8 პროცენტი, არამედ 0,6 პროცენტი იყო უარყოფითი ეკომიკური ზრდა", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მისივე თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტში 2013 წლის 7 თვეში მობილიზებულმა საგადასახადო შემოსავლებმა 31,3 მლნ ლარით გადააჭარბა 2012 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. მინისტრის განცხადებით, მიმდინარე წლის 7 თვეში საგადასახადო შემოსავლების კუთხით 3 785 მლნ ლარია მობილიზებული.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ