სოციალურად დაუცველის საცხოვრებელი ქუთაისის მერიის თანამშრომელმა მიითვისა

სოციალურად დაუცველის საცხოვრებელი ქუთაისის მერიის თანამშრომელმა მიითვისა

ქუ­თა­ის­ში, 69 წლის სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველი მე­დი­კო იობიძე­ 12 წლის შვი­ლიშ­ვილ­თან ერ­თად კედ­ლებჩა­მონ­გრე­ულ სახლში ცხოვ­რობს. მათი ერ­თა­დერ­თი შე­მო­სა­ვა­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი შემ­წეობაა. ბინა კი, რო­მე­ლიც 6 წლის წინ, იობიძეს­ ქუ­თა­ი­სის მე­რი­ამ საცხოვ­რებლად გა­დას­ცა, რო­გორც სო­ცი­ა­ლუ­რად და­უცვე­ლი ამ­ბობს, მე­რიის თანამშრომელმა გე­რონ­ტი ნა­კა­ნი­ამ წა­არ­თვა. ამიტომ და­დი­ა­ნის ქუ­ჩა №63 -ში გა­მოყოფილ საცხოვ­რებელ ფართს დღემ­დე ვერ იყენებს.

"ჯერ კი­დევ ნუგ­ზარ შა­მუ­გი­ას მე­რობის დროს ვითხოვე დახმა­რება. მათ ყოფი­ლი ბაგა-ბაღის შე­ნობაში გა­მო­მიყვეს ორი ოთახი, სვე­ლი წერ­ტი­ლით. თუმ­ცა ბინას არ ჰქონ­და კარ-ფანჯარა, მე კი­ იმის სახსრები, რომ გა­მე­კე­თებინა. ამი­ტომ დრო­უ­ლად ვერ გა­და­ვე­დი. გე­რონ­ტი ნა­კან­მა დრო იხელ­თა და მე­რი­ა­ში ნაც­ნობ-მე­გობრობით მოახერხა ჩე­მი კუთ­ვნი­ლი ფარ­თის და­კა­ნო­ნება. მან წა­მარ­თვა ერ­თი ოთახი და სვე­ლი წერ­ტი­ლი. ასე­ვე და­ი­კა­ნო­ნა შე­სას­ვლე­ლი და იმ ერთ ოთახშიც აღარ მიშ­ვებს, რო­მე­ლიც დამ­რჩა. ახლა ის კა­ნო­ნის ძა­ლით მარ­თა­ლი­ა, მე კი ვე­რა­ფერს ვამ­ტკი­ცებ", - აცხადებს მედიკო იობიძე.

იხილეთ ვრცლად

”ახალი გაზეთი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა