მანჰეტენზე ქაღალდის ხელსახოცებზე დახატული ნახატების გამოფენა გაიხსნა

მანჰეტენზე ქაღალდის ხელსახოცებზე დახატული ნახატების გამოფენა გაიხსნა

მანჰეტენზე ჯორჯ ბილისის გალერეაში უჩვეულო გამოფენა გაიხსნა: მასზე წარმოდგენილი ყველა ნახატი ქაღალდის პირსახოცზეა დახატული.

71 წლის კენ დელმარი მთელი ცხოვრება ხატავდა, მაგრამ უჩვეულო ფაქტურაზე ხატვით მხოლოდ ახლახან დაინტერესდა: მან შეამჩნია, რომ ქაღალდის პირსახოცებზე, რომლებზეც ხელებს იხოცავდა, საღებავები უფრო მკვეთრად ჩანდა და მალე შრებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ქაღალდის პირსახოცები ძალიან თხელია, დელმარი დარწმუნებულია, რომ მისი ტილოები დიდხანს გაძლებს.

გამოფენაზე ცნობილი ადამიანების პორტრეტებია წარმოდგენილი, ფასები 1500-დან 10 000 დოლარამდე მერყეობს. დელმარის ნახატები გალერეაში სექტემბრის შუა რიცხვებამდე დარჩება.

მომზადებულია Reuters-ის მიხედვით. 

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს