საუდის არაბეთში თხა 3.46 მლნ დოლარად გაყიდეს

საუდის არაბეთში თხა 3.46 მლნ დოლარად გაყიდეს

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული თხა 9 სექტემბერს საუდის არაბეთში გაიყიდა. ადგილობრივმა ბიზნესმენმა  თავისი  შინაური ცხოველი 3.46 მლნ დოლარად გაასხვისა. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მიუხედავად ”გაბერილი” ფასისა, ეს ცხოველი უნიკალური ჯიშისა და ხარისხისაა.

სოციალურ ქსელებში გავრცელდა ფოტო, რომელზეც აღბეჭდილია თხა და ქვითარი, რომლითაც ის იყიდეს. ფოტომ სოციალური ქსელის მომხმარებლები გააღიზიანა. "ისინი აღაშფოთა ფაქტმა, რომ ასეთი ასტრონომიული თანხა იხარჯება ცხოველის ყიდვაზე იმ დროს, როდესაც 2 მლნ სირიელი ლტოლვილი თურქეთში, ლიბანსა და იორდანიაში კარვებში ცხოვრობს", - ციტირებს  Arab News-ი.

აღსანიშნავია, რომ საუდის არაბეთში იშვიათი და ლამაზი თხები განსაკუთრებულ პატივში არიან. ქვეყანაში ყოველწლიურად თხების სილამაზის კონკურსიც კი იმართება.

მომზადებულია alarabiya.net-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს