სისხლძარღვების დიაგნოსტიკა თითის პულსაციით არის შესაძლებელი

სისხლძარღვების დიაგნოსტიკა თითის პულსაციით არის შესაძლებელი

თითის პულსაციით შესაძლებელია იმის დადგენა, დაზიანებულია თუ არა ადამიანის გული. ამის შესახებ Medical News Today წერს. დიაგნოსტიკის მსგავსი მეთოდი შეიმუშავა აიოვას უნივერსიტეტის მკვლევარმა ჰარი პირსმა. მისი თქმით, ამ მეთოდით შესაძლებელია დადგინდეს, რამდენად მტკიცეა აორტის კედლები.

აორტა ორგანიზმში ყველაზე დიდი სისხლძარღვია. თუკი აორტა ხდება არაელასტიური, გულს უწევს უფრო აქტიური მუშაობა, რათა შეინარჩუნოს სისხლის ნაკადი. შედეგად ვითარდება მაღალი წნევა, ინსულტი და გულის შეტევა.

ჩვეულებრივ, ელასტიურობა განისაზღვრება  საძილე არტერიის პულსის მიხედვით. მაგრამ უფრო მარტივია ეს თითის პულსაციის მიხედვით გავარკვიოთ.  აორტაში პულსის ტალღის გავრცელების სისწრაფეს სპეციალური გადამცემი ზომავს. მიღებულ ცნობებს ემატება ინფორმაცია სხეულის მასის ინდექსისა და პაციენტის ასაკის შესახებ. ეს მონაცემები კი საშუალებას იძლევა გავიგოთ, რა მდგომარეობაშია აორტა.

მომზადებულია meddaily.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს