ყველაზე დიდი ალიგატორი დაიჭირეს

ყველაზე დიდი ალიგატორი დაიჭირეს

მისისიპში (აშშ-ს შტატი) მსოფლიოში ყველაზე დიდი ალიგატორი დაიჭირეს. ალიგატორი 330 კილოს იწონის და სიგრძეში 4 მეტრია - შთამბეჭდავი მასის გამო მსოფლიო რეკორდების წიგნშიც არის შესული.

"ის შუაღამისას შევნიშნეთ. ახლოს ჩავუარეთ, მაგრამ თავდაპირველად ვერ შევნიშნეთ. რამდენჯერმე ჩვენგან გათავისუფლებაც სცადა, თუმცა წარუმატებლად. გემთან ახლოს მოვიდა და ფიცრებს კბენა დაუწყო. გემს იმდენად ძლიერად ექაჩებოდა, რომ კბილები ჩამოტყდა. მის დამორჩილებას 1 საათი ვდილობდით. იმდენად ძლიერი იყო, რომ დამატებითი ჯგუფის მოსვლა გახდა საჭირო", - ამბობს ერთ-ერთი მონადირე.

ცნობილია ალიგატორების ორი სახეობა: მისისიპის ალიგატორი 6,3 მ-მდე სიგრძისა, დიდი რაოდენობით გვხვდებოდა ჩრდილოეთ ამერიკის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. ინტენსიური რეწვის შედეგად განადგურდა და ამჟამად უმთავრესად ფლორიდის ჭაობებში ბინადრობს; ჩინური ალიგატორი კი 2,5 მ-მდე სიგრძისა. გვხვდება მდინარე იანძიანის ქვემოწელში. იკვებება ბაყაყებით, გველებითა და თევზებით. თავს ესხმის სხვა ცხოველებსაც.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს