Apple-მა გაუმჯობესებული iPhone 5 და უახლესი iPhone 5C წარადგინა

Apple-მა გაუმჯობესებული iPhone 5 და უახლესი iPhone 5C წარადგინა

Apple-მა გაუმჯობესებული iPhone 5 და უახლესი iPhone 5C წარადგინა. გაუმჯობესებული iPhone 5S ახლანდელი iPhone 5-ის მსგავსია, თუმცა როგორც მისი შემქმნელები ამბობენ, მას უფრო სწრაფი პროცესორი და გაუმჯობესებული კამერა აქვს ორმაგი LED განათებით. ამასთან, განახლებული iPhone 5 ორ ახალ ფერშია ხელმისაწვდომი მოოქროსფრო-შამპანურისფერსა და ღია ნაცრისფერში.

თუმცა, გაუმჯობესებულ iPhone 5-ზე მეტად საზოგადოება სრულიად ახალ, საშუალო დონის, შედარებით იაფფასიან iPhone 5C-ს ელოდა, რომელიც მართალია არ გამოირჩევა ბოლო თაობის სპეციფიკაციებით, მაგრამ კონკურენტუნარიანია თავისი ფასით ($400) და თანაც, iPhone 5C წარმოდგენილია პლასტმასის ქეისითა და ხუთ მკაფიო ფერში.

5C Apply-ს ახალი სტრატეგიის ნაწილია, რომელითაც კომპანია გეგმავს გზა გაიკვალოს განვითარებად ბაზრებზე, სადაც მისი ძვირადღირებული iPhone-ები ზედმეტად მაღალფასიანია იმისათვის, რომ კონკურენცია გაუწიონ შედარებით დაბალფასიან Android phone-ებსა და Nokia-ს Asha სერიის წარმოებას.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს