ის, რისი ზომაც ქალებში მამაკაცის პოპულარობას განსაზღვრავს

ის, რისი ზომაც ქალებში მამაკაცის პოპულარობას განსაზღვრავს

თუ სამსახურში თქვენ მდედრობითი სქესის წარმომადგენლები არ გეფლირტავებიან, ეს ორ რამეზე მიანიშნებს: პირველი - თქვენს სამსახურში მორალური სულისკვეთება უმაღლეს დონეზეა, ან მეორე - თქვენი ფიზიკური მონაცემები იმ კონდიციას არ შეესაბამება, რომ ისინი მოხიბლოთ. თავად დაფიქრდით ამ ორიდან რომელია თქვენი შემთხვევა...

რამდენად არის მამაკაცი პოპულარული ქალებში, ამას ხშირ შემთხვევაში ორი რამის ზომა განსაზღვრავს: 1 - სამწუხაროდ, თქვენი საფულის და მეორე - თქვენი ღიპის; და გვერწმუნეთ, "სხვა რამის" ზომა არც ისე გადამწყვეტია ;) მამაკაცების აბსოლუტურ უმრავლესობას მოგვწონს გამხდარი, ლამაზი და დახვეწილი ფორმების ქალები, თუმცა რამდენადვეა ჩვენი სხეული ისეთივე სასურველ ფორმაში, როგორც ჩვენთვის სასურველი ქალები, ამაზე იშვიათად ვფიქრდებით, ალბათ მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენი ღიპის გარშემოწერილობა ორსული ქალის მუცლის ფორმებს ემსგავსება. უსიამოვნოა ამის მოსმენა, მაგრამ ეს ფაქტია. ფაქტია ისიც, რომ სიმსუქნე არამხოლოდ ჩვენს ვიზუალს, არამედ ჩვენს ჯანმრთელობასაც აზარალებს. ის გამოიწვევს დიაბეტს, შეუქმნის პრობლემებს სისხლძარღვების დაავადებებს და მთელი რიგი პრობლემები ყველაზე მტკივნეულ ფაქტორზე - ჩვენს სქესობრივ პოტენციალზე "დაასტუკებს". ახლა გესმით რატომ დაიწყო დიეტა უგულავამ? :)

მოკლედ, აღარ გავაგრძელებ არგუმენტებს, თუ რა ზიანი მოაქვს სიმსუქნეს. უმჯობესია პირდაპირ პრობლემის მოგვარებაზე გადავიდეთ.

იხილეთ ვრცლად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს