"სტალინის ძეგლს ახლა ავიღებთ და მერე, თუ უნდათ, ხელახალი ნებართვისთვის მოგვმართონ"

"სტალინის ძეგლს ახლა ავიღებთ და მერე, თუ უნდათ, ხელახალი ნებართვისთვის მოგვმართონ"

საზოგადოება "სტალინს" თელავში, ზუზუმბოს ტერიტორიაზე, მეორე მსოფლიო ომის მემორიალთან აღმართული სტალინის ძეგლის დემონტაჟის ვადა ამოეწურა. თუმცა ორგანიზაციის ხელმძღვანელის, შოთა ლაზარიაშვილის განცხადებით, მათ ძეგლის აღების არც სურვილი აქვთ და არც ფინანსური საშუალება.

საკრებულოს თავმჯდომარის დიმიტრი ბოჭორიძის განცხადებით კი, საზოგადოება "სტალინმა" საკრებულოსგან ხელმოწერების შესაგროვებლად ერთი თვის ვადა ითხოვა, თუმცა ამის მიუხედავად დემონტაჟი გარდაუვალია. "დემონტაჟი ყველა შემთხვევაში მოხდება. უკანონოდ არის დადგმული. ახლა ავიღებთ და მერე, თუ უნდათ ხელახალი ნებართვისთვის მოგვმართონ, განვიხილავთ და შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ", - აღნიშნა დიმიტრი ბოჭორიძემ.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა