სენაკში ისევ დაძაბულობაა

სენაკში ისევ დაძაბულობაა

მოძრაობა "საქართველოს არწივის" სენაკის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელმა ინგა ქარდავამ საკრებულოს თავმჯდომარე, ზურაბ ხაბურზანია თანამდებობის უკანონოდ დაკავებაში დაადანაშაულა. მისი განცხადებით, ხაბურზანია წლებია, შპს "ლაზიკას" გენერალური დირექტორია და თვითმმართველობის შესახებ კანონი კრძალავს მის საჯარო სამსახურში მუშაობას. ქარდავამ აღნიშნულის დასადასტურებლად საჯარო რეესტრიდან 29 აგვისტოთი დათარიღებული ამონაწერი წარმოადგინა, სადაც ჩანს, რომ ხაბურზანია ნამდვილად შპს-ს გენერალური დირექტორია. ამიტომ თანამოაზრეებთან ერთად საკრებულოს თავმჯდომარეს თანამდებობის დატოვება მოსთხოვა და პროკურატურაშიც შეიტანა სარჩელი.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა