ტაივანის უნივერსიტეტის მეცნიერებმა "ჭკვიანი კბილი" გამოიგონეს

ტაივანის უნივერსიტეტის მეცნიერებმა "ჭკვიანი კბილი" გამოიგონეს

ტაივანის უნივერსიტეტის მეცნიერებმა "ჭკვიანი კბილი" გამოიგონეს. ის ადამიანს საშუალებას აძლევს, აკონტროლოს თავისი მავნე ჩვევები. ხელოვნური კბილი განსაზღვრავს, რამდენად ხშირად ეწევა "კბილის პატრონი" ან რომელი პროდუქტები უნდა გამორიცხოს რაციონიდან.

მოწყობილობა კბილში ან იმპლანტანტში მაგრდება. მასში ჩამაგრებულია სპეციალური გადამცემები, რომლებიც ინფორმაციას იღებენ და ამ ინფორმაციას მკურნალ ექიმს გადასცემენ.

ახალი გაჯეტი ჯერ კიდევ ტესტირების რეჟიმშია.  ექსპერიმენტში მონაწილეებმა გადამცემი სხვადასხვანაირად გამოსცადეს - ღეჭავდნენ კევს, ახველებდნენ, სვამდნენ წყალს, ხმამაღლა ლაპარაკობდნენ... მოწყობილობამ 94%-იანი სიზუსტით დაადგინა ადამიანის მოქმედება და მიხვდა, ადამიანი ჰამბურგერს მიირთმევდა, თუ კევს ღეჭავდა.

"კბილის" შემქმნელები ირწმუნებიან, რომ მოწყობილობა უსაფრთხოა ადამიანისა და მისი გარშემომყოფებისთვის, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი პატრონი მას შემთხვევით გადაყლაპავს.

მეცნიერებს სურთ, რომ ინოვაციური მოწყობილობა ინფორმაციას ელექტრონულ მატარებლებზეც - სმარტფონებზე ან კომპიუტერზე, ბლუთუზის საშუალებით გადასცემდეს.

მომზადებულია www.menville.by-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს