როგორ შევინარჩუნოთ ლამაზი კანი თვალების გარშემო

როგორ შევინარჩუნოთ ლამაზი კანი თვალების გარშემო

ასაკის მატებასთან ერთად კანი უფრო თხელი ხდება და ელასტიურობას კარგავს. ნაოჭები და ე.წ. "ბატის თათები" თვალის გარშემო შესაძლოა 25 წლის ასაკში უკვე გაჩნდეს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ მზეზე ყოფნა დიდი ხნით გიყვართ, მავნე ჩვევები გაქვთ და ხშირად ხართ სტრესში.

მიუხედავად იმისა, რომ სიბერე გარდაუვალია, ბევრი ადამიანი ცდილობს თავიდან აიცილოს მისი თანმხლები "ნაკლოვანებები". გთავაზობთ სახლის პირობებში მოსამზადებელ საშუალებებს, რომელიც ხელს უშლის თვალის გარჩემო ნაოჭების გაჩენას.  

1. ავოკადო -  ის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ნაოჭების წინააღმდეგ. მასში შემავალი В და Е  ვიტამინები კანს კვებავს. თქვენ მხოლოდ ნახევარი ავოკადო დაგჭირდებათ, რომ მისგან ნაოჭების საწინააღმდეგო საშუალება დაამზადოთ. გააკეთეთ ცოცხალი ხილისგან "ფაფა" და 20 წუთით დაიტანეთ თვალების გარშემო. შემდეგ შეგიძლიათ თბილი წყლით ჩამოიბანოთ.

2. კვერცხის ცილა - ის დაგეხმარებათ "ბატის თათების" წინააღმდეგ ბრძოლაში. ცილა კანს ჭიმავს და აუცილებელი ნივთიერებებით ამდიდრებს. გააცალკევეთ კვერცხის ცილა გულისგან და ისე წაისვით თვალის გარშემო. გაიჩერეთ 15 წუთი. და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. იგივე შეგიძლიათ გაიმეოროთ ტუჩების გარჩემო, შეეცადეთ ამ დროს მოერიდოთ სიცილს.

3. ლიმნის წვენი - ავოკადოს რბილობი დასრისეთ, დაუმატეთ ლიმნის წვენი და სწრაფად ათქვიფეთ ხელის მიქსერით. სასურველია, რომ მიღებული მასა მაშინვე გამოვიყენოთ და ეს  ღამით, კანის სრულფასოვანი გასუფთავების შემდეგ  გავაკეთოთ. ნუ შეგეშინდებათ, გაიჩერეთ ნიღაბი მთელი ღამე და დილით თბილი წყლით ჩამოიბანეთ. თუ თქვენს მიერ გაკეთებული მასა მოგრჩებათ, შეგიძლიათ ის მაცივარში შეინახოთ და მომდევნო დღისთვისაც გამოიყენოთ.

4. კიტრის წვენი - ნაოჭების გარდა კიტრის წვენი აშორებს სიშავეს თვალების გარშემო.  გარდა ამისა, ეს ბოსტნეული მდიდარია С ვიტამინით, ის იცავს კანის უჯრედებს, ხელს უწყობს კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავებას. გახეხეთ 1 ან 2  კიტრი, დაუმატეთ ცოტა ლიმნის წვენი და კარგად აურიეთ. მიღებული მასა დაიტანეთ 15-20 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ. შეგიძლიათ კიტრის მასას ცოტაოდენი არაჟანი დაუმატოთ და 20 წუთით გაიჩეროთ სახეზე.

5. ქოქოსის ზეთი -  დაგჭირდებათ 2 ჩ. კოვზი ქოქოსის ზეთი, 1ჩ. კოვზი მაღალპროცენტიანი ნაღები, 1/2 კვერცხის გული და პურის ფქვილი. ათქვიფეთ კვერცხის გული ქოქოსის ზეთთან ერთად დაუმატეთ ფქვილი და დაიტანეთ სახეზე 20-30 წუთით.

6. ანანასის წვენი - გარდა ნიღბებისა, ანანასის წვენის ყოველდღიური მირთმევა ხელს შეუშლის ნაოჭების გაჩენას.

7. ოხრახუში -  დააქუცმაცეთ ოხრახუში, დადეთ ბინტის ტამპონებზე და გაიჩერეთ 20 წუთით თვალების ქვეშ. ოხრახუშის გამოყენება შეიძლება არაჟანთან ერთად. აურიეთ ერთმანეთში არაჟანი და დაქუცმაცებული ოხრახუში და გაიჩერეთ თვალის გარშემო 20 წუთით.

8. კარტოფილი -  კარტოფილის ნიღაბი ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ საშუალებად მიიჩნევა თვალის გარშემო სიშავის წინააღმდეგ. გასუფთავებული უმი კარტოფილის ნათლები დაიდეთ თვალების გარშემო და 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.

მომზადებულია segodnya.ua-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს