კვერცხის მწარმოებელი კომპანიები ფასების ზრდას არ გეგმავენ

კვერცხის მწარმოებელი კომპანიები ფასების ზრდას არ გეგმავენ

კვერცხის მწარმოებელი კომპანიები ფასების ზრდას არ გეგმავენ. ქართულ კომპანიებში, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას კვერცხის შესაძლო გაძვირებასთან დაკავშირებით, არ ეთანხმებიან. მწარმოებლების განცხადებით, საერთაშორისო დინამიკა ძირითადად იმპორტირებული კვერცხის ღირებულებაზე აისახება და არა ქართული წარმოების კვერცხზე. მათივე განცხადებით, თუ ბაზარი გაჯერდა გაძვირებული პროდუქციით, ამ შემთხვევაში სავაჭრო ბალანისის დასაცავად შესაძლოა ფასების გადახედვა ქართულ კომპანიებშიც მოხდეს, თუმცა ეს იქნება მცირედი, 2- 3 თეთრიანი მატება.

სუპერმარკეტების კონსულტანტების თქმით, "კოდას", "პატარძეულის" კვერცხზე ამ დროისთვის ფასები უცვლელია და 25-27 თეთრის ფარგლებში მერყეობს.

მეფრინველეობის ასოციაცია ქართულ ბაზარზე კვერცხზე ფასის ცვლილებას პროგნოზირებს. როგორც ასოციაციის თავმჯდომარე აცხადებს, იაფი პროდუქციის გამო კვერცხის იმპორტი ძირითადად მოლდოვადან და უკრაინიდან ხორციელდებოდა. თუმცა ბოლო პერიოდში ამ ქვეყნებში კვერცხი გაძვირდა.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ