სიმართლე ღამით კვების შესახებ - რა უნდა ვჭამოთ და რა არა?

სიმართლე ღამით კვების შესახებ - რა უნდა ვჭამოთ და რა არა?

საღამოობით, ალბათ ხშირად შეუწუხებიხართ შიმშილის გრძნობას. ტელევიზორის წინ მოთავსებულებს, გამუდმებით გინდათ რამე სასუსნაო. საღამოობით მადა განსაკუთრებით იმატებს, რადგან დღის განმავლობაში, საქმეებით დაკავებულებს, იმის დროც არ გრჩებათ, საკუთარი ორგანიზმის სიგნალებს ყური მიუგდოთ.

ყველამ ვიცით, რომ გვიან ღამით ჭამა სასარგებლო არ არის. თუმცა ბევრი ადამიანი სამსახურიდან გვიან ბრუნდება, სახლშიც უამრავ საქმეს აკეთებს, რის გამოც შიმშილი ხშირად ახსენებს თავს.

ასეთ დროს მათ წესების დარღვევა და ღამით ჭამა უწევთ. არსებობს კი პროდუქტები, რომლის ღამით მირთმევაც ნაკლებ ზიანს მიაყენებს ორგანიზმს და ღირს თუ არა ძილის წინ შიმშილის გრძნობის მოთმენა? შევეცდებით ამ კითხვას პასუხი გავცეთ.

ღამით ორგანიზმში უჯრედების აღდგენისა და განახლების პროცესი მიმდინარეობს.ისვენებს საჭმლის გადამამუშავებელი სისტემა. ორგანიზმი დასვენებისთვის ემზადება. გვიანი ვახშამი ყველა ამ პროცესს არღვევს. ამასთანავე შეიძლება უძილობის მიზეზიც გახდეს, რადგან სავსე კუჭი სრულფასოვან ძილს ხელს უშლის.

ამასთანავე, სისტემატიური კვება ღამით ჭარბი წონის მიზეზი შეიძლება გახდეს.

იხილეთ ვრცლად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს