რწმუნებული თავის დაწვით იმუქრება

რწმუნებული თავის დაწვით იმუქრება

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთის რწმუნებული "ქართული ოცნების" შტაბის ხელმძღვანელს, გიორგი ხელაძეს საუბნო საარჩევნო კომისიის ნაციონალებით დაკომპლექტებაში ადანაშაულებს და მოითხოვს, გადადგეს შტაბის ხელმძღვანელობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, გულნარა ჩიჩუა თავის დაწვით იმუქრება.

"ბრალს ვდებ ჩემი შტაბის ხელმძღვანელს გიორგი ხელაძეს იმაში, რომ საარჩევნო კომისია გაივსო ნაციონალებით. კოალიციიდან არც ერთი წევრი არ შეიყვანეს საარჩევნო კომისიაში. 18 ადამიანი ჩამომაყვანინეს და არც ერთი არ დანიშნეს. მოვითხოვ, მან ან დატოვოს დაკავებული თანამდებობა. თუ გოგი ხელაძე არ დატოვებს შტაბს, შტაბის წინ თავს დავიწვავ", -  ამბობს გულნარა ჩიჩუა.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა