ვერძი
ოპტიმისტურ განწყობაზე ხართ და ყველა საქმე გამოგივათ. კონფლიქტი ახლობლებთან დიპლომატიურად მოაგვარეთ. საყვარელი ადამიანის მოუცლელობის გამო ნუ შექმნით პრობლემას.
კურო
მთელი დღე დაკავებული იქნებით შეხვედრებით, მოლაპარაკებებით, ინფორმაციის მოძიებით. უქმეები საყვარელ ადამიანთან ერთად დაგეგმეთ.
ტყუპი
მნიშვნელოვანი საქმეები დღის მეორე ნახევარში დაგეგმეთ. საყვარელ ადამიანთან ერთად განიხილეთ სამომავლო გეგმები. შესაძლოა, მოულოდნელი მგზავრობა ან შემოსავლისთვის დამატებითი მუშაობა მოგიწიოთ.
კირჩხიბი
დაასრულეთ კვირის საქმეები. მოერიდეთ ფუჭ საუბრებსა და ჭორებს. საქმიანი შეხვედრებისა და მგზავრობისთვის კარგი დღეა.
ლომი
საქმიანი შეხვედრა, მივლინება, ახალ პროექტებზე მუშაობა – ეს ყველაფერი თქვენგან ბევრ ენერგიასა და ყურადღებას მოითხოვს. ამიტომ, არ გაგიკვირდეთ, თუ საღამოს ექიმის დახმარება დაგჭირდებათ.
ქალწული
სამსახურებრივი საქმეების პარალელურად არც საოჯახო საქმეები დაივიწყოთ. შუადღეს მოსალოდნელია მოულოდნელი ხარჯი.