სწორი საუზმე ეფექტურად გახდომისთვის

სწორი საუზმე ეფექტურად გახდომისთვის

ყველას გვსურს გემრიელად მივირთვათ, ისე რომ ეს ჩვენი სხეულის ფორმებზე უარყოფითად არ აისახოს. თქვენ წარმოიდგინეთ, ეს ფანტაზიის სფერო სულაც არ გახლავთ.

სწორად დაწყებული დღე და გონივრულად შედგენილი საუზმე ნამდვილად შეიძლება გახდეს ფორმაში ჩადგომის წინაპირობა.

მოდით განვიხილოთ სწორი საუზმის პრინციპები და შევარჩიოთ სასარგებლო საკვები.

ვისაუზმოთ თუ არა?

ბევრი ფიქრობს, რომ თუ საუზმეს გამოტოვებს, ან რაიმე უმნიშვნელოს წაიხემსებს, უფრო გაუადვილდება ზედმეტი კილოგრამების დაკლება. მაგრამ ეს მცდარი მოსაზრებაა. მთელი ღამის განმავლობაში ჩვენი ორგანიზმი არ წყვეტს მუშაობას, გადაამუშავებს მთელი დღის მანძილზე მიღებულ საკვებს, ახდენს ქსოვილების განახლებას, ორგანოების და უჯრედების კვებას. სწორედ ამიტომ, მოშიებულ ორგანიზმს დილით აუცილებლად უნდა მივაწოდოთ საკვები და სითხე.

თუ დილით არაფერს მიირთმევთ, მალე იგრძნობთ ენერგიის ნაკლებობას და თავბრუს ხვევას. ამის მიზეზია გლუკოზა, უფრო სწორად კი მისი ნაკლებობა, რის გამოც ტვინი ძლიერ იმპულსებს გზავნის. თუ თქვენ მიირთმევთ მაშინ, როცა გლუკოზის დონე კრიტიკულად დაბალია, დიდი შანსია, რომ საჭიროზე დიდი ულუფა მოითხოვოთ. ასეთ შემთხვევებში ორგანიზმი ეკონომიის გაკეთებას იწყებს და ზედმეტ კალორიებს "ინახავს" . კალორიების დასაწყობება კი ცხიმის სახით ხდება მუცელზე, დუნდულებზე და წელზე.

იხილეთ ვრცლად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს