პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონი ცვილის ფიგურები გამოიფინა

პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონი ცვილის ფიგურები გამოიფინა

მადამ ტუსოს ვაშინგტონის ოფისმა საზოგადოებას ბრიტანეთის პრინც უილიამისა და მისი მეუღლის კეიტ მიდლტონის ცვილის ფიგურები წარუდგინა.

ცვილის მიდლტონს Alexander McQueen-ის იასამნისფერი კაბის ასლი აცვია. კაბა კეიტს 2011 წელს ბრიტანული კინოაკადემიის ღონისძიებაზე ეცვა. (ეს ქორწინების შემდეგ ჰერცოგინიას პირველი ოფიციალური გასვლა იყო საზოგადოებაში). კეიტის ფიგურას ხელში ჩანთა უჭირავს, მასზე სამკაულებიც შეიმჩნევა, მათ შორის ნიშნობის ბეჭედი. პრინც უილიამის ასლსს კლასიკური კოსტუმი და ჰალსტუხი უკეთია. ცვილის ფიგურას საათიც მოარგეს.

ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრების ფიგურების დასამზადებლად მუზეუმის სპეციალისტებს დაახლოებით ოთხი თვე დასჭირდათ.

პრინცი უილიამი და კეიტ მიდლტონი დიდი ბრიტანეთის სამეფო კარის პირველი წარმომადგენლები არ არიან რომლის ცვილის ფიგურებიც მადამ ტუსოს მუზეუმმა შექმნა. საერთაშორისო საგამოფენო კომპლექსმა საზოგადოებას ელისაბედ II-ის სულ მცირე 20 სხვადასხვა ფიგურა წარუდგინა. შექმნილია პრინც ჩარლზის მეუღლის კამილა პარკერ-ბოულზის ცვილის ფიგურაც.

მომზადებულია The Washington Post-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს