"რთველი 2013"-ის ფარგლებში მუნიციპალიტეტების დიდ ქალაქებში უფასო სავაჭრო ადგილები შეიქმნება

"რთველი 2013"-ის ფარგლებში მუნიციპალიტეტების დიდ ქალაქებში უფასო სავაჭრო ადგილები შეიქმნება

"რთველი 2013"-ის ფარგლებში მუნიციპალიტეტების დიდ ქალაქებში უფასო სავაჭრო ადგილები შეიქმნება. სპეციალურ სავაჭრო ადგილებში მევენახეებს შეეძლებათ ყურძნის გაყიდვა. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ხარისხიანი ყურძნის ღირებულება სავარაუდოდ, 1 ლარსა და ლარზე მეტს შეადგენს. რიგ შემთხვევებში, ღვინის მწარმოებელი კომპანიები მოლაპარაკების საფუძველზე ფერმერებს/გლეხებს ყურძნის ტრანსპორტირების ხარჯებსაც უნაზღაურებენ. აქტიურად ფუნქციონირებს რთველის საკოორდინაციო შტაბი ქალაქ გურჯაანში. 24 საათის განმავლობაში მოქმედებს ცხელი ხაზი - 2 470101; რეგიონული ცენტრები (დარეგისტრირებული საწარმოები) ყურძნის ორგანიზებულად ჩაბარებისთვის უზრუნველყოფილნი არიან კომპიუტერული ტექნიკითა და პროგრამული სისტემით. ონლაინ რეჟიმში აღირიცხება ფერმერის/გლეხის მიერ ჩაბარებული ყურძნის რაოდენობა, სახეობა და ხარისხი. ჩაბარებულ ყურძნის რაოდენობის, ხარისხისა და სახეობის აღწერას მეწარმესთან ერთად აკონტროლებენ შტაბის წევრებიც", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მისივე თქმით, სახელმწიფოს ხელშეწყობით, თანაბარ პირობებში ჩადგებიან დიდი და მცირე ფერემერები. არ მოხდება დიფერენცირება მცირე და დიდი ნაკვეთებიდან მიღებულ ყურძენზე. სახელმწიფო სუბსიდიას გასცემს მეწარმეებზე ყოველგვარი ვაუჩერის გარეშე, პირდაპირი გადახდის გზით.

"სახელმწიფო სუბსიდია ე.წ. კონდიცირებულ, ხარისხიან 1 კგ რქაწითელსა და კახურ მწვანეზე 40 თეთრს შეადგენს, ხოლო 1 კგ საფერავზე სუბსიდია 25 თეთრია. სუბსიდიის პროგრამაში მეწარმეების ჩართვა ნებაყოფლობითია. დღეს სახელმწიფოს პრიორიტეტია კერძო სექტორის ინტერესების მაქსიმალურ დაცვაზე იზრუნოს. ახალი ხელისუფლების პირობებში სახელმწიფო დახმარება სწორი მექანიზმის შექმნისკენ იქნა მიმართული - გლეხი გახდება კონკურენტუნარიანი, წარმოების პროცესი კი - თანამედროვე. სახელმწიფოს მიზანია, ბაზარმა თავად განსაზღვროს ყურძნის ფასი, რაც დაარეგულირებს ურთიერთობას მწარმოებლებსა და გლეხებს/ფერემერებს შორის. სახელმწიფო ქართული ღვინის პოპულარიზაციას მაქსიმალურად შეუწყობს ხელს", - განაცხადა დავითაშვილმა.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ