რომელი ზოდიაქოს ნიშნით იბადებიან არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანები

რომელი ზოდიაქოს ნიშნით იბადებიან არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანები

ნებისმიერი ადამიანის ბედს, ისევე როგორც მისი სახასიათო შტრიხების ფორმირებას კონკრეტული პლანეტარული განლაგება განაპირობებს. ასტროლოგების აზრით, პლანეტები არამარტო ჩვენს გარეგნობაზე, ფინანსურ წარმატებასა და პროფესიულ მონაცემებზე არიან პასუხისმგებელნი, უფრო მეტიც მათი გავლენა ხშირად სექსუალური ორიენტაციის ჩამოყალიბებაზეც ვრცელდება. ამიტომ ის თუ კონკრეტულად ზოდიაქოს რომელი ნიშნით მოევლინა პიროვნება ამ ქვეყანას და კერძოდ რომელი პლანეტა ითვლება მისი ზოდიაქოს ნიშნის მფარველად, ხშირად გვაძლევს ინფორმაციას ზემოთ ხსენებული ინდივიდის სექსუალურ მიდრეკილებებზე.

როგორც ასტროლოგები ვარაუდობენ, სტატისტიკურად ყველაზე მეტად ე.წ. "არატრადიციული სექსუალური ორიენტაციისკენ" მიდრეკილება კირჩხიბებს, მერწყულებს, ქალწულებს და თევზებს გააჩნიათ. თუმცა მათ შორისაც არსებობს კონკრეტული დიფერენცია. მაგალითად ჰომოსექსუალები კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ მამრებში სჭარბობენ (მაგ. მომღერალი ჯორჯ მაიკლი) იმიტომ რომ, მათი მმართველი პლანეტა მთვარე ქალური ენერგეტიკის მატარებელი პლანეტაა. შესაბამისად, მამაკაც კირჩხიბებში გარკვეული ფემინურობა ყოველთვის შეიმჩნევა. რაც შეეხებათ ლესბოსელებსა და ბისექსუალებს, ამ მხრივ ყველაზე ხშირი შემთხვევები მერწყულებს შორის ფიქსირდება (მაგ. ელენ დე ჯენერისი და მისი პარტნიორი ქალი პორტია, ორივე მერწყული).

იხილეთ ვრცლად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს