ირაკლი კაკაბაძე - "ნაცები კიდევ ერთ გაყალბებას გეგმავენ"

ირაკლი კაკაბაძე - "ნაცები კიდევ ერთ გაყალბებას გეგმავენ"

მწერალი და უფლებადამცველი ირაკლი კაკაბაძე "ნაციონალურ მოძრაობას" საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებისთვის მზადებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ კაკბაძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს.

"ძალიან სერიოზული ხმები დადის, რომ ნაცები კიდევ ერთ გაყალბებას გეგმავენ - თანაც სერიოზულს - მთელი ბერკეტები მათს ხელშია - რეგიონული ადმინისტრაციები, გუბერნატორები და საარჩევნო ადმინისტრაციის წევრების დიდი რაოდენობა. "ოცნება" უბრალოდ დამატებაა მათთვის. ბაქრაძის რეკლამები უკვე რამდენი ხანია გადის ტელევიზიაში და სხვა კანდიდატების რეკლამები არც სჩანს. გვჭირდება სამოქალაქო საზოგადოების რესურსის გააქტიურება, რომ აღარ განმეორდეს ბოლო 10 წლის გაყალბებების პრაქტიკა. 10 ან 20 ათასი დამკვირვებელია საჭირო სამოქალაქო სექტორიდან. როგორც მინიმუმ, რომ არ გააყალბონ ისევ. აგრეთვე ტელევიზიებს სერიოზულად უნდა შევუტიოთ - ძირითადად ნაცების პროპაგანდა მიდის "რუსთავი 2"-ზე და საზმაუსაც ისევ ნაცები ითრევენ. დროა გამოვიღვიძოთ!", - წერს კაკბაძე.

საპრეზიდენტო არჩევნები 27 ოქტომბერს გაიმართება.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს