"მის ამერიკას" ტიტული ინდური წარმოშობის ქალმა მოიპოვა

"მის ამერიკას" ტიტული ინდური წარმოშობის ქალმა მოიპოვა

ნიუ-იორკის შტატის წარმომადგენელმა "მის ამერიკა 2014"-ის ტიტული მოიპოვა. კონკურსის ფინალი კვირა საღამოს ატლანტიკ-სიტიში (ნიუ-ჯერსის შტატი) გაიმართა.

24 წლის ნინა დავულური ინდური წარმოშობის პირველი ამერიკელია, რომელმაც კონკურსში დედოფლის ტიტული მოიპოვა. გოგონა სცენაზე ღრმა დეკოლტიანი ლიმნისფერი გრძელი კაბით გამოვიდა. ბროლის გვირგვინი ნინას თავზე შარშანდელმა "მის ამერიკამ" მელორი ჰეიგანმა დაადგა, რომელიც ასევე ნიუ-იორკის შტატს წარმოადგენდა.

"მის ამერიკა" 50 000 დოლარს მიიღებს. მეორე ადგილი "მის კალიფორნიამ" დაიკავა, მესამე - ოკლაჰომას შტატის წარმომადგენელმა. მათ ფულადი პრიზები 25 000 და 20 000 დოლარის ოდენობით ერგებათ.

კონკურსი "მის ამერიკა" აშშ-ში 1921 წლიდან ტარდება.

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია ABC-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს