რუსულ ბაზარზე ქართული ლუდიც გაიყიდება

რუსულ ბაზარზე ქართული ლუდიც გაიყიდება

რუსულ ბაზარზე ღვინის და დაფნის შემდეგ ქართული ლუდიც გაიყიდება. "იზვესტიას" ინფორმაციით, ლუდის მწარმოებელი კომპანიებიდან, რუსეთის ბაზარზე შესასვლელად პირველი "ნატახტარი" ემზადება, რომელიც თურქული Efes -ის საკუთრებაა.

"იზვესტია" იტყობინება, რომ "ნატახტარი" ადგილობრივი ბაზრის ლიდერი კომპანიაა და ის ბაზრის 60%-ის მფლობელია.

გამოცემის ინფორმაციით, "როსპოტრებნადზორის" ექსპერტთა ჯგუფი საქართველოში ლუდის მწარმოებელი კომპანიების ინსპექტირებას მოახდენს.

"როსპოტრებნადზორის" 6-კაციანი ჯგუფი საქართველოში იმ კომპანიების ინსპექტირებას განახორციელებს, რომელთაც რუსეთში საკუთარი პროდუქციის შეტანა სურთ. ორჯერ ჩატარებული ინსპექტირების შემდეგ რუსეთმა ემბარგო მოხსნა, რომელიც თავის მხრივ ქვეყანამ 2006 წელს დააწესა. ამ ხნის განმავლობაში საქართველომ რუსეთში უკვე შეიტანა 15 მლნ ბოთლი მინერალური წყალი და 8 მლნ ბოთლი ღვინო. თუმცა ახლა უკვე ჯერი ქართულ ლუდზე დადგა, რომელიც რუსულ ბაზარზე შესვლის მოლოდინშია.

მიმდინარე ვიზიტის დროს რუსი სპეციალისტები 20-მდე ლუდისა და მინერალური წყლების მწარმოებელ კომპანიას მოინახულებენ, თუმცა რუსი სპეციალისტები ქართული ლუდის ხარისხს პირველად შეამოწმებენ.

ამ დროისათვის, ქართული ლუდის ექსპორტი 16 ქვეყანაში ხორციელდება.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ