გოგონა, რომელიც ტკივილს ვერ გრძნობს

გოგონა, რომელიც ტკივილს ვერ გრძნობს

გერმანელი მკვლევარები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ფენომენის ამოხსნას ცდილობენ - მათ გოგონას დახმარება სურს, რომელიც ტკივილს ვერ გრძნობს.

მშობლების თქმით, მსგავსი უჩვეულო დაავადება სანათესაოში არავის აქვს. როგორი არაადამიანური ტკივილიც არ უნდა მიაყენოთ, გოგონა ვერაფერს გრძნობს. ის მხოლოდ საგნების შეხებას გრძნობს, თუმცა ტკივილს - ვერა. სხეულის დაზიანებისას მას სისხლიც სდის, ჩალურჯებებიც აქვს, მაგრამ დაბეჟილი ადგილი არ სტკივა. ექსპერიმენტმა ისიც ცხადყო, რომ გოგონა ვერ არჩევს ცივ, ან ცხელ საგნებს.

პაციენტი ფრიდრიხ შილერის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს ექიმთა მეთვალყურეობის ქვეშაა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს