სად ცხოვრობს ყველაზე მეტი მილიონერი

სად ცხოვრობს ყველაზე მეტი მილიონერი

2012 წლის მონაცემებით, მსოფლიოში მილიონერების რიცხვი 9.2 %-ით გაიზარდა. ამასთან, მათი ქონების საერთო ჯამმა სარეკორდო თანხას მიაღწია - 46.2 ტრილიონი დოლარი.

ლიდერი ჩრდილოეთ ამერიკაა, რომელმაც ამ მაჩვენებლით აზიას გაუსწრო. აზია 2011 წელს სიის პირველ ადგილს იკავებდა. ყველაზე მეტი მილიონერი სამხრეთ ამერიკაში ცხოვრობს - 3.7 მილიონი ადამიანი. ბოლო მონაცემების მიხედვით, 2011 წელთან შედარებით მათი რიცხვი 11.5 %-ით გაიზარდა. ამის მიზეზად კი აშშ-სა და კანადაში საფონდო ბაზრების ზრდას ასახელებენ.

წყნარი ოკეანის აზიურ რეგიონში 2012 წლის ბოლოს 3.6 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა, რომელთა ფინანსური სახსრები ერთ მილიონ დოლარზე მეტი იყო.

რაც შეეხება ევროპას, მილიონერთა რიცხვი აქ 7.5 %-ით გაიზარდა და 3.4 მილიონ ადამიანს მიაღწია.

ერთადერთი რეგიონი, სადაც მილიონერ ადამიანთა რიცხვი შემცირდა, ლათინური ამერიკაა. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ამ რეგიონში სუსტი ეკონომიკური წინსვლაა და აქციათა ბაზარზე რთული სიტუაციაა.

საერთო ჯამში, მილიონერების რიცხვი 2012 წელს 9.2 %-ით გაიზარდა - 12 მლნ ადამიანამდე.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს