ამერიკელმა ჯარისკაცმა სქესი შეიცვალა

ამერიკელმა ჯარისკაცმა სქესი შეიცვალა

ყოფილმა სამხედრომ სქესი შეიცვალა. 40 წლის სნაიპერმა ჩარლზ პონტიერომ შეერთებული შტატების არმია დატოვა და საყვარელ ქალთან ერთად ბრიტანეთში საცხოვრებლად გადასახლდა. დაკუნთული ჩარლზი, რომელიც ჯარში 15 წელი მსახურობდა, ქერათმიან ქალად იქცა. მან სქესის შეცვლის ოპერაცია ბრიტანეთში გაიკეთა და ახალი ცხოვრება დაიწყო.

ყოფილმა სამხედრომ სახელიც გადაირქვა - ამჟამად ის ალისიაა და საყვარელთან, მარიასთან ერთად, რომელიც ლესბოსელია, ბედნიერად ცხოვრობს. მან მარია ინტერნეტში გაიცნო. ყოფილი სამხედრო სამჯერ იყო დაქორწინებული და 2 თინეიჯერი შვილის მამაა.

"ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ქალი ვარ. კაცზე მეტად თავს კომფორტულად ქალის ტყავში ვგრძნობდი. იძულებული ვიყავი, ჯარში ჩემი შინაგანი, ქალური მხარე დამემალა. ოჯახის წევრებსა და ნათესავებს ჩემი გადაწყვეტილება არ გაჰკვირვებიათ - ისინი პატივს მცემენ. ახლა სამსახიობო ოსტატობას ვეუფლები. ჩემი მომავალი ხელოვნებას უკავშირდება", - ამბობს ის.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს