რა დაჯდა დიმიტრი კოპალიანის 99 დღიანი მერობა?

რა დაჯდა დიმიტრი კოპალიანის 99 დღიანი მერობა?

ქუთაისის ყოფილმა მერმა, დიმიტრი კოპალიანმა, 99 დღიან მერობაში ხელფასისა და პრემიის სახით 8000 ლარამდე სარგო მიიღო. ქუთაისის მერის ხელფასი 2750 ლარს შეადგენს. თუმცა, კოპალიანმა მერობის პირველ თვეს (მიმდინარე წლის ივნისში) არასრული ხელფასი - 1925 ლარი აიღო. ივლისში კი ორკვირიანი შვებულების გამო ხელფასის სახით მხოლოდ 620 ლარი ერგო, სამაგიეროდ, აგვისტოში ყოფილმა მერმა 2483 ლარიან ხელფასთან ერთად, პრემია ხელფასის სრული ოდენობით - 2750 ლარი მიიღო.

რაც შეეხება სექტემბერს, ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, ქუთაისის მერიას კოპალიანის მიმართ 140 ლარიანი დავალიანება აქვს, რაც სექტემბრის 11 დღის ხელფასს შეადგენს. აღნიშნული 140 ლარი ყოფილ მერს ჯერ არ დარიცხვია.

იხილეთ ვრცლად

”ახალი გაზეთი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა