ნიანგი ლოგინის ქვეშ

ნიანგი ლოგინის ქვეშ

ზიმბაბვეში მცხოვრებ 40 წლის გაი უითალს საკუთარ საძინებელში მთელი ღამე ნიანგთან ერთად ეძინა, თუმცა ამის შესახებ მხოლოდ დილით შეიტყო.

მამაკაცი დილით საწოლიდან ადგა და დაინახა, რომ ლოგინიდან 150 კილოგრამიან ნიანგს ჰქონდა კუდი გამოყოფილი. მამაკაცის თქმით, ნიანგს მის სახლში დაახლოებით 8 საათი ეძინა და ამის შესახებ არაფერი იცოდა.

"გავიღვიძე, ლოგინში ვიწექი და დღის განრიგს ვადგენდი, შემდეგ წამოვდექი. ძალიან გამიმართლა, რომ იატაკზე წამოწოლილ ნიანგს ფეხი არ დავადგი. შემეშინდა, არ ვიცი ასეთ საშინელ სიურპრიზს როგორ გავუძელი. დარწმუნებული ვარ, ხვალიდან ჩემი მეზობლები ყოველ დილით ლოგინის ქვეშ შეიხედავენ", - ამბობს ის.

როგორ ჩანს, იატაკზე ძილი ნიანგს ძალიან მოეწონა, რადგანაც მისი ოთახიდან გაყვანა მაშველების რამდენიმე ჯგუფსაც კი გაუჭირდა. მაშველებმა ნიანგი წყალში დააბრუნეს.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს