ქალი მამაკაცს სურნელის მიხედვით ირჩევს

ქალი მამაკაცს სურნელის მიხედვით ირჩევს

ყოველ ქალს აქვს თავისებური წარმოდგენა, როგორი სუნი უნდა ჰქონდეს მამაკაცს - ამტკიცებს ფსიქოლოგი კრეიგ რობერტსი და მისი კოლეგები სტირლინგის უნივერსიტეტიდან. ლაპარაკია სხეულის ბუნებრივ სუნზე, რომელიც ქალებისთვის თავისებური ბიოლოგიური მინიშნებაა. სპეციალისტებმა მოხალისეების მონაწილეობით ექსპერიმენტი ჩაატარეს.

კვლევის ფარგლებში მამაკაცებს 2 დღე ერთი და იგივე მაისური უნდა სცმოდათ. შემდეგ ქალბატონებს სთხოვეს, შეეფასებინათ ტანსაცმლის სურნელი 1-დან 7-მდე (1 - ძალიან არ მომწონს, 7 - ძალიან მომწონს). 3 თვის შემდეგ იგივე ექსპერიმენტი კვლავ გაიმეორეს. აღმოჩნდა, რომ ქალებმა ყველაზე სასიამოვნოდ მეორედაც ის სურნელი დაასახელეს, რომელიც პირველად აირჩიეს.

მეცნიერების თქმით, ქალებმა კონკრეტული სუნის მიმართ დამოკიდებულება იმიტომ არ შეცვალეს, რომ ეს არჩევანი გენეტიკით იყო განპირობებული.

"ადამიანები პარტნიორის სუნის მიხედვით ინსტიქტის დონეზე განსაზღვრავენ მამაკაცის იმუნური სისტემის გენების ხარისხს. ქალები ქვეცნობიერად ირჩევენ მამაკაცებს სხვა გენოტიპით და ამგვარად უზრუნველყოფენ თავის შთამომავლებში იმუნური ინსტრუმენტების მრავალფეროვნებას", - განმარტავს პროფესორი რობ ბრუკსი.

მომზადებულია abc.net.au-ის მიხედვით. 

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს