პრინცმა ჰარიმ ერთი დღე-ღამე მაცივარში გაატარა

პრინცმა ჰარიმ ერთი დღე-ღამე მაცივარში გაატარა

დიდი ბრიტანეთის პრინცმა ჰარიმ ჩრდილოეთ პოლუსზე ექსპედიციისთვის მზადებისას ერთი დღე-ღამე მაცივარში გაატარა.

29 წლის პრინცმა 20 საათზე მეტი - 35 გრადუს ტემპერატურასა და "ხელოვნურ" ქარში დაჰყო, რომლის სიჩქარე 72 კმ/სთ-ს შეადგენდა. ეს პირობები მაქსიმალურად მიახლოებული იყო იმასთან, რაც ჰარის ჩრდილოეთ პოლუსზე ელოდება. ცივ კამერაში ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრემ ტანსაცმელი გამოსცადა, რომლითაც ჩრდილოეთ პოლუსი უნდა დალაშქროს.

ექსპედიცია Walking With The Wounded ნოემბერში დაიწყება.

ადრე პრინცი ჰარი იძულებული იყო ჩრდილოეთ პოლუსზე ანალოგიურ ექსპედიციაზე უარი ეთქვა, რადგან იგი მისი ძმის, უილიამის ქორწილის თარიღს ემთხვეოდა.

მომზადებულია Guardian-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს